დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოჭში 170 შინმოუსვლელი ქართველის გვარია შემორჩენილი
2010/06/21 12:46:26

მეორე მსოფლიო ომი 65 წლის დასრულებულია, მაგრამ კიდევ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ ნათესავებს დღემდე დაეძებენ. ამჯერად ჩვენს რედაქციას ბატონი შოთა ჩხეიძე ესტუმრა, რომელიც მისთვის უცნობი ბიძის საფლავს ამჯერად სოჭში ეძებს.

„მე უკვე წლებია, სოჭში ვცხოვრობ და გადავწყვიტე, ჩემი სანათესაოდან დაკარგული ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ, იქაც მომეძებნა. მანამდე კი დედაჩემი ცდილობდა მათ შესახებ რაიმე სახის დოკუმენტი მოეპოვებინა, თუნდაც ეს გარდაცვალების ცნობა ყოფილიყო, ან დასაფლავების ადგილი. მივედი სოჭის კიმისარიატში და მითხრეს, რომ რაც თქვენ გაქვთ ინფორმაცია, ჩვენ იმის მეტს ვერ მოგცემთო. ქალაქის მერიის წინ არის დაფა, რომელზეც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა სახელები და გვარებია ჩამოწერილი. აქ ქართული გვარებიცაა. მე იქ ვიკითხე, თუ იყო სია, სადაც ზუსტი მონაცემები იქნებოდა ამ ადამიანების. მერიაში მითხრეს, რომ სოჭში არის უცნობი ჯარისკაცის სასაფლაო, სადაც 4 000 გვარია ამოტვიფრული. იქ ბიძაჩემების გვარებიც ამოვიკითხე. შემდეგ კი ყველა ქართული გვარი ამოვწერე - სულ 170 გვარი.“ - ამბობს შოთა ჩხეიძე. იგი სოჭში დაბრუნებას კვლავაც გეგმავს, მანამდე კი ჩვენთან იქ მცხოვრები ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობაზე საუბრობს. „თავად სოჭში ბევრი ქართველია. ადრე იქ ქართული სკოლაც და ეკლესიაც იყო.  სოჭის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი დღესაც მეტრეველის სახელობისაა. დღეს კი იქ ყველა აფხაზობს - სომხებიც, ქართველებიც და რუსებიც, რათა აფხაზეთის საზღვარი პრობლემების გარეშე გადალახონ. ახლა სოჭში, თუ სომხური გვარი გაქვს, თანამდებობის პირი ვერ გახდები, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სომხები გვარს იცვლიან. მეც შევეცადე აფხაზეთში გადასვლას, მაგრამ ეს ქართული გვარის მქონე ადამიანისთვის შეუძლებელია. იქ აფხაზებს აქვთ კომპიუტერში შეყვანილი სია იმ ქართველების, რომლებიც აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდნენ. საზღვარზე გადასვლა 300 მანეთი ღირს და უკან დაბრუნებულმა ამდენივე უნდა გადაიხადო, რომ საზღვარი გადმოლახო. ეს ფული ჯარისკაცების და მათი ზემდგომების ჯიბეში მიდის. ამიტომაც აქ, აფხაზეთის საზღვართან, ჯარისკაცი სავალდებულო სამსახურს რომ მოიხდის, სახლში არ ბრუნდება, რადგან ფულსაც შოულობენ და კარგს სვამენ და ჭამენ. იქ ისეთი ვითარებაა, რომ დღესაც ადამიანები უგზოუკვლოდ ქრებიან,“- აღნიშნა ჩვენთან საუბარში შოთა ჩხეიძემ.

როგორც ის ამბობს, სოჭში დღესაც არიან ქართველები, რომლებიც ყველაფრის მიუხედავად, ქართულად საუბრობენ და თავიანთ შვილებს მშობლიურ ენას ასწავლიან. მათ, ისევე როგორც ყველა ქართველს, აფხაზეთის დაბრუნების იმედი აქვთ. თუმცა მანამდე წინაპართა საფლავების მოძებნით არიან დაკავებული. სოჭელი ქართველები ის ადამიანები არიან, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა საფლავებზე ქართველების პატივსაცემად ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2150
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია