დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჯაზის ელჩები
2009/12/14 14:32:08

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომელიც ჩვენს ქვეყნებს და ადამიანებს დააახლოებს ერთმანეთთან,“ - ეს ამერიკული მისიის მთავარი გზავნილია და მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქეით ლოგსტოგმა სწორედ ამ სიტყვებით გახსნა ფოტოგამოფენა „ამერიკული ჯაზის ელჩები“. იგი 9 დეკემბერს ქუთაისის დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში მოეწყო.

ეს მოძრავი გამოფენაა, ფოტოებმა, რომლებზეც აღბეჭდილია ცნობილი ამერიკელი ჯაზმენების 50-70-იანი წლების მსოფლიო ტურნეების ამსახველი ქრონიკები, ოთხი კონტინენტის 30-მდე ქვეყანა მოიარა. ყველა ეს  ტურნე ამერიკის საელჩოებმა დააფინანსეს. ამჯერად გამოფენის გაჩერების ადგილი საქართველოა. თბილისში ეს ფოტოები რამდენიმე თვის განმავლობაში იყო გამოფენილი, საქართველოში მეორე ქალაქი, სადაც ეს გამოფენა  შედგა - ქუთაისია.

„ჯაზი არ არის მხოლოდ ამერიკული ფენომენი, ჩვენ ამ გამოფენით სწორედ ამის თქმა გვსურს. ეს ფოტოები ასახავს, როგორ ხვდებოდნენ ამ ლეგენდარულ ჯაზმენებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში მისიის ხელმძღვანელმა ქეით ლოგსტოგმა.

ფოტოგამოფენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით მიმდინარეობდა. ჯაზურ მელოდიებს ქუთაისელი მუსიკოსები აჟღერებდნენ. ფოტოებზე კი უფრო ნათლად ჩანდა, რა შეუძლია ჯაზს და, საერთოდ, მუსიკას, მარტივად რომ ვთქვათ, სამყაროს გაერთიანება - ყოველ შემთხვევისთვის, ფოტოებიდან ეს ნათლად ჩანდა. 

გიგი გულედანი, ამერიკის საელჩოს კულტურული პროგრამების მრჩეველი: „ძალიან მიხარია, რომ დღეს ქუთაისში ვართ, გვინდოდა საქართველოში სხვა ქალაქებშიც წაგვეღო ფოტოები და სხვებისთვისაც გვეჩვენებინა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მოძრავი გამოფენაა და სხვა ქვეყანაში წავა. რაც შეეხება, იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ მნიშვნელოვანია“.

ეს იყო ერთი უჩვეულო დღე ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2147
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია