საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი ლექცია უნივერსიტეტში
2009/11/19 13:20:28

21 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი, რადიოპოლიტიკისა და მედიის სამართლის ექსპერტი, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი გიუნტერ ფონ ლოიევსკი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „მედიის როლი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დაშლის პროცესში“. ლექცია ეძღვნება ბერლინის კედლის დანგრევის 20 წლისთავს. ლექციის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „მედიის როლი დემოკრატიის განვითარებაში“.

გიუნტერ ფონ ლოიევსკის ჟურნალისტური კარიერა დაიწყო 1960 წელს გაზეთში „ჰანნოვერსცჰე ალლგემეინე“. 1964 წლიდან იყო გაზეთ „Frankfurter Allgemeine“-ს რედაქტორია. 1969 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა ZD-ის რადიოს საინფორმაციო რედაქციას და უძღვებოდა გადაცემას „Heute-journal“. 1977 წლიდან იყო ბავარიის რადიოს „Report“-ის ხელმძღვანელი და წამყვანი. 1989 წელს აირჩიეს SF-ს („ბერლინის თავისუფალი მაუწყებელი“) ინტენდანტად. 1997 წლამდე მუშაობდა ამ თანამდებობაზე. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ მას დიდი წვლილი მიუძღვის გერმანიაში რადიომაუწყებლობისა და ARD-ს პროგრამების რეორგანიზაციაში.   გიუნტერ ფონ ლოიევსკი შემდეგი პრემიებითაა დაჯილდოებული: თეოდორ ვოლფის ჯილდო. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საპატიო ორდენი.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1674
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია