დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩეხეთის ელჩი ტყიბულში
2009/11/03 14:30:28

დღეს  ტყიბულს ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სტუმრობდა. მან ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ ამ მუნიციპალიტეტში დაფინანსებული მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამა შეაფასა.

ჩეხეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხებით ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ ტყიბულში ახორციელებს პროექტს მცირე ბიზნესის განვითარების კუთხით, რომლის ფარგლებში 12 ბენეფიციარს გაეწია დახმარება ტექნიკით და სხვადასხვა საშუალებით

ერთი წლის  განმავლობაში წარმოებდა მონიტორინგი, თუ როგორ და რა ტემპებით მიმდინარეობდა პროგრამა.

ჩეხეთის ელჩი შედეგებით კმაყოფილი დარჩა. როგორც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან დოხნაძე განაცხადა, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია