დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანელები უნივერსიტეტში
2009/07/30 15:13:24

30 ივლისს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს გერმანიის ქალაქ ბამბერგის უნივერსიტეტის რექტორი, ფილოლოგიისა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი გოდეჰარტ რუბერტი და რექტორის მოადგილე, ფილოლოგიის დოქტორი სებასტიან კემპგენი ეწვივნენ. შეხვედრის მიზანს უნივერსიტეტებს შორის ხელშეკრულების გაფორმება წარმოადგენდა, რომელიც ორ სასწავლებელს შორის აკადემიურ თუ სხვა სახის თანამშრომლობას გულისხმობს.

„მოხარული ვარ, რომ ბამბერგის უნივერსიტეტთან ახლადჩამოყალიბებული კავშირის სახით ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო კავშირები კიდევ უფრო გამდიდრდა. ვიმედოვნებ, ეს კავშირი სამომავლოდ ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს უნივერსიტეტს. ვფიქრობ, ამ კავშირით ბამბერგის უნივერსიტეტიც კმაყოფილი იქნება“, - აღნიშნა აკაკი წერეთლის სახელწიფო უნივერიტეტის რექტორმა გიორგი ონიანმა.

ხელშეკრულება სტუდენტებისა და ლექტორ-მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს და კვლევით თუ სასწავლო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციების გაცვლასაც გულისხმობს.

„კონკრეტული გეგმები, ჯერჯერობით, არ გვაქვს. ჩვენ უკვე გვყავს ერთი სტუდენტი ქუთაისიდან. ვიმოდოვნებ, რომ სტუდენტებისა და დოცენტების გაცვლა მომავალში არქეოლოგიურ, ისტორიულ და სხვა დარგებშიც გადაიზრდება. შეიძლება სხვა ინტერესებიც გაჩნდეს“, - აღნიშნა ბამბერგის უნივერსიტეტის რექტორმა გოდეჰარტ რუბერტმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1995
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია