დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მანანა ღურჭუმალიძე ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტი გახდა
2009/11/25 14:34:25

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

 23-დან 25 ნოემბრამდე პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის გენერალურ ასამბლეაში მიმდინარეობდა განათლების ინტერნაციონალის პანევროპული კონფერენცია, რომელშიც  საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირიდან 7 დელეგატი მონაწილეობდა.

კონფერენციამ 6 ვიცე-პრეზიდენტი აირჩია, რომელთა შორის ქართველმა  დელეგატმა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, მანანა ღურჭუმალიძემ, ევროპელ პროფკავშირელ მასწავლებელთა განსაკუთრებული მხარდაჭერა დაიმსახურა და 2908 ხმით მესამე ადგილი დაიკავა შვედებისა და გერმანელების შემდეგ. ფაქტობრივად, მან დიდი უპირატესობა მიოპოვა საფრანგეთის, რუსეთის, ბულგარეთის, ინგლისის და სხვა ქვეყნების კანდიდატებთან შედარებით.

მანანა ღურჭუმალიძეს მიაჩნია, რომ ევროპელ პროფკავშირელ მასწავლებელთა მხრიდან გამოჩენილი ასეთი ნდობა ქართული პროფკავშირების დიდი აღიარება და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერაა. ეს კი ბევრად მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო აქტიურად დავიცვათ პედაგოგთა უფლებები და მეტად შევუწყოთ ხელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პროფკავშირების რეფორმირებას.

ქართველ მასწავლებელთა  დელეგაცია საქართველოში 30 ნოემბერს დაბრუნდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია