დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"მე ვარ პიკასო და არ ვარ ჟორა!"
2013/07/13 08:34:21

გაზეთ P.S.-ის და ინტერნეტპორტალ  psnews.ge-სთან არსებულ  Press–კლუბში ქუთაისელმა მერაბ ქაჯაიამ, იგივე „პიკასომ“ პრესკონფერენცია გამართა და თავისი ცხოვრებისა და „პიკასოს კლუბის“ შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს თავისებურად, განსხვავებულად უპასუხა.

ამბობს, რომ ურჩევნია, უბრალოდ პიკასოდ მოიხსენიონ. უკვირს სხვების გაკვირვება, როდესაც ეკითხებიან: რა უნდა პოლიტიკაში ? ხშირად აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში პოლიტიკის ადგილი არასოდეს ყოფილა. თუმცა, ამაში მავანის დარწმუნება უჭირს, რადგან მის სიახლოვეს ხშირად არიან რიგითი თუ მაღალი რანგის პოლიტიკოსები. თვლის, რომ ეს ჩვეულებრივი მომენტია, ადამიანები მასთან მეგობრობენ და მათ დახმარებას ხშირად უწევს.

„ყოველთვის მაწუხებდა ის, რომ ერთი კონკრეტული პარტიის მხარდამჭერად მთვლიან, არადა, მე ყველა თავისუფალი ადამიანის მეგობარი და აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ჩემი გზა კი გრიგოლ რობაქიძის გზაა, არასოდეს არ ვიქნები რუსეთის მხარდამჭერი. მხოლოდ ნემცოვის რუსეთს ვაფასებ, სადაც ნამდვილი დემოკრატია იყო. მეკითხებიან, რა უნდოდა ჩემთან ვანო მერაბიშვილს?  მოვიდა ადამიანი და ჩემი კარი ყველასთვის ღიაა. გასულ ცხრა წელს იმიტომ ვაფასებ, რომ ამპეროიდში მშვიდად ცხოვრება შეიძლებოდა, სახლის კარსაც კი არავინ კეტავდა, იმის იქეთ კი, ვინ როგორი პირადი ცხოვრობით ცხოვრობდა,  ჩემი საქმე არაა.“

ამბობს, რომ პიკასო არავის ფულზე არ იყიდება და არც არავის ჭკუაზე არ ივლის. ჟურნალისტებთან ცოტა მწყრალადაა, არ მოსწონს, როცა მის ნათქვამს ჟურნალისტები საკუთარ მოსაზრებას  ამატებენ.

ამბობს, რომ განსხვავებულობის გამო, ხშირად აკრიტიკებდნენ, არადა თავად არ ესმის ჩვეულებრივი ადამიანების, მისთვის მთავარი თავისუფალი აზროვნებაა. არ უყვარს ტყუილში ცხოვრება და ზედმეტი ფამილარობა. უყვარს დილის ქუთაისი, აი ისეთი, წარსულში, ილო ფოტოგრაფთან ერთად რომ შეხვედრია მზის ამოსვლას, თუმცა ამავდროულად ეზიზღება კიდეც ქუთაისი, მხედრიონის დროინდელი ყოფა როცა ახსენდება. წინასწარ არასოდეს ფიქრობს, რა თქვას, სათქმელს სპონტანურად ამბობს.

„პიკასოს კლუბში“ თავად  არავის ეპატიჟება. ვინც მივა, ყველას მიიღებს. „მართალია, მისი პოლიტიკური კურსის გამო არ მომწონს, მაგრამ ბიძინაც რომ მოვიდეს, პრობლემა არაა, მივიღებთ. საერთოდ, არ მიყვარს ფულიანი ხალხი, რადგან სადაც ფულია, იქ სიყვარული არაა“-აცხადებს მერაბ ქაჯაია.

საზოგადოების დაინტერესება ბოლო დროს გავრცელებულმა  ინფორმაციამ გამოიწვია. „პიკასოს კლუბის“ ერთ–ერთი წევრის, ბაჩუკი გვანცელაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია,  რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „პიკასოს კლუბები“ დაარსდება. კლუბის შინაარსი და ამოსავალი წერტილი იგივეა, იღებენ ისეთი თავისუფალი აზროვნების  ადამიანებს, რომელთა ინტერესიც საქართველოს  დასავლეთთან და ევროკავშირთან დაახლოებაა. მართალია, სხვებსაც შეუძლით, ესტუმრონ,მაგრამ პიკასოს მეგობრების განცხადებით, ასეთი ადამიანები მათ კლუბში დომინანტები ვერ გახდებიან.  

კლუბის წევრთა განცხადებით: პოლიტიკა არ აინტერესებთ, თუმცა მათი საუბრები ძირითადად ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს შეეხება. წუხან, რომ ყველაფერი, რითაც ბოლო წლებში ამაყობდნენ, ნადგურდება: „ვერ გრძნობთ,რომ ყოველდღე უკან ვბრუნდებით, რუსეთში? მუსიკა, რესტორანი, მანქანებზე სარკეების და აკუმულიატორების მოპარვა... ნუთუ ამას ვერ უყურებთ...?

პიკასო თვლის, რომ ხშირად მისი არ ესმით, ამიტომ ცდილობს, ასეთ ადამიანებთან სათქმელი ლექსით მიიტანოს და პრესკონფერენციაზე, სახელდახელოდ დაწერილ ლექსს კითხულობს, აი, ვინ ვარ მე:

კიდევ არ მიცნობთ,

მაგრამ გამიცნობთ,

ან ძალზე გვიან,

ან უფრო გვიან.

არაფერს თქვენგან

არ ვითხოვ ტრფიალს,

 უბრალოდ გეტყვით,

მინდა იცოდეთ.

ხან „ვოისი“ ვარ ამხედრებული,

ხან კიდევ გმირი ტორნადორესი,

ვეტრფი ლარი ფლირსტს

მონტანა ტონის

და ვარ პიკასოს შთამომავალი.

მიყვარს ილია,

მიყვარს ექვთიმე,

ვეტრფი დავითს

და ნიკოს მონა ვარ,

მაგრამ იცოდეთ,

დაიმახსოვრეთ,

მე ვარ პიკასო

და არ ვარ ჟორა...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3308
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია