დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლევან ბერძენიშვილი: “საქართველოს რამდენიმე დედაქალაქის ქონის ფუფუნება არ გააჩნია“
2012/10/09 18:28:05

„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან ბერძენიშვილმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება:

  • საქართველოს რამდენიმე დედაქალაქის ქონის ფუფუნება არ გააჩნია.საქართველო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ექსპერიმენტს ვერ გაიზიარებს, სადაც დედაქალაქი სამ ნაწილადაა დაშლილი, რადგან ერთ ადგილას თეთრები და შავები ვერ ცხოვრობენ ერთად, მეორე ადგილას - შავები და თეთრები და მესამე ადგილას - შავები და შავები. ჩვენ მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მაგრამ საქართველოში არ გვაქს ფუფუნება იმისა, რომ სამი დედაქალაქი გვქონდეს. დედაქალაქი ერთია და პარლამენტიც იქ იქნება და საკონსტიტუციო სასამართლოც!”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. 

 

  •  ბერძენიშვილი ქუთაისის ახალ პარლამენტის შენობაში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ შენობა არათუ პარლამენტის მუშაობისთვის არ არის მზად, არამედ საერთოდ არც კი არის დამთავრებული.  "როგორ გგონიათ, ჩვენ ქუჩაში გავათენებთ ღამეს და მერე შევალთ ოთახში, რომელიც დამთავრებული არ არის?! რაკი კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტის სხდომები გაიმართება ქუთაისში, ის ქუთაისში გაიმართება. მაგრამ კონსტიტუციაში არ წერია, რომ სხდომები იმ კონკრეტულ შენობაში უნდა ჩატარდეს, რომელიც სააკაშვილმა აიჩემა. ამიტომ შეიძლება შევიკრიბოთ თეატრში, რადგან იქ პარლამენტის მუშაობისთვის საჭირო პირობები არ არის!”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
    პარლამენტის შენობა დღეს ფაქტიურად არ გვაქვს. არის მხოლოდ ერთი ნახევრად აშენებული დარბაზი. არ არის არც კომიტეტების ოთახები, არც არაფერი. ჩვენ გავაგზავნეთ სპეციალური ჯგუფი და ისინი სწავლობენ იქ არსებულ მდგომარეობას. ასევე შეისწავლიან თბილისის პარლამენტში არსებულ მდგომარეობას. აქ ყველაფერი დალეწეს იმის ფიქრით, შემთხვევით ვინმეს სხდომა არ გაემართა“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
    მისივე თქმით,  როგორც პარლამენტი, ისე ბათუმიდან საკონსტიტუციო სასამართლო თბილისში უნდა დაბრუნდეს.

 

  • ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ,,პარლამენტში კოალიცია სულ მცირე 3-4 ფრაქციას შექმნის.  ფრაქციას შექმნის ცალკე „ქართული ოცნება“, ცალკე „რესპუბლიკური პარტია“, ცალკე „თავისუფალი დემოკრატები“, ასევე შანსი აქვს „კონსერვატორებს“ და „მრეწველებსაც." მე ვფიქრობ, რომ „ეროვნული ფორუმიდან“ შეეცდებიან ფრაქციის შექმნას და აუცილებლად იპოვნიან ამისთვის მაჟორიტარებს“, – განაცხადა  ლევან ბერძენიშვილმა. 
    ცნობილია, რომ კანონით, პარლამენტში ფრაქციას მინიმუმ ექვსი დეპუტატი ქმნის.

 

  • ლევან ბერძენიშვილი იმაშიც დარწმუნებულია, რომ მალე სააკაშვილის მაჟორიტარები სხვისი მაჟორიტარები გახდებიან. ამ დასკვნას კი ის საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაზე დაყრდნობით აკეთებს.,,საქართველოში დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ზვიადის დროს ზვიადის მაჟორიტარები იყვნენ, შევარდნაძის დროს – შევარდნაძის, სააკაშვილის დროს – სააკაშვილის და ესე მოდიან და მოდიან წლების განმავლობაში.მე პირადად მოვუწოდებ, რომ ისინი დაეტიონ თავიანთ ადგილებზე, თუმცა მგონია, რომ ძალიან მალე რიგი დადგება სააკაშვილის მაჟორიტარების, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში გადმოვლენ. მაჟორიტარებს, ზოგადად, არ უყვართ უმცირესობაში ყოფნა, ამიტომ, სერიოზული მოძრაობებია მოსალოდნელი“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.მისი ვარაუდით, ეს არ იქნება პარტიული გადასვლა და ისინი შეიძლება, ფრაქციის დონეზე გადავიდნენ „ქართულ ოცნებაში.“ 
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2456
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია