საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ივანიშვილის გზავნილები აფხაზებს
2012/09/23 17:42:56

ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, ხალხმრავალ აქციაზე გამოსვლისას, კოალიცია „ქართული ოცნების“ იმ გეგმებზეც ისაუბრა, რაც აფხაზ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გეგმებს უკავშირდება.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ აფხაზეთთან რკინიგზისა და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს.

„რკინიგზაც და საავტომობილო ტრასაც ქართველებსაც და აფხაზებსაც გაუხსნის გზას რუსეთის ბაზრისაკენ, რაც აუცილებელი იქნება ჩვენი ეკონომიკის აღორძინებისათვის. რკინიგზის გახსნა აფხაზ ბიზნესმენებსაც მისცემს თავიანთი ბიზნესის განვითარების საშუალებას და მათ ქართულ ეკონომიკაში მონაწილეობით დააინტერესებას“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და იქვე დასძინა: –„დღეს მინდა ზუგდიდიდან მივმართო აფხაზებს: ჩვენ, ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთის სისხლი დავღვარეთ – ამას გამართლება არ აქვს. ჩვენ აუნაზღაურებელი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ ახლა დადგა დრო, როცა ურთიერთობის აღდგენაზე უნდა ვიზრუნოთ, საერთო მომავალზე უნდა ვიზრუნოთ, დრო არ ითმენს... ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და ეს უნდა გამოვიყენოთ“. 

ივანიშვილმა აფხაზების მისამართით კიდევ ერთი გზავნილი გააჟღერა – „ჩვენ ასეთ გეგმას შევთავაზებთ აფხაზებს: გამოვაცხადოთ გალი მშვიდობის რეგიონად, ჩვენი გუნდი არასოდეს დაუშვებს პროვოკაციებს და არ გამოიყენებს გალის მოსახლეობას აფხაზეთის წინააღმდეგ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. მსგავსი უღირსი პოლიტიკა სააკაშვილის ხელისუფლებასთან ერთად დასრულდება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ყურადღება გაამახვილა დევნილთა თავიანთ "სამშობლოში" დაბრუნების აუცილებლობაზე.

„აფხაზეთში დევნილების დაბრუნების გეგმაც კი გათვლილი მაქვს", – განაცხადა მან, "რამდენი სახლი უნდა აშენდეს, რა თანხები დაჭირდება, როგორ უნდა დავაბრუნოთ – იცოდეთ ყველაფრის პროექტი უკვე გამზადებული გვაქვს და აუცილებლად ყველაფერს მშვიდობიანად გავაკეთებთ".

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია