დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ედუარდ შევარდნაძე ამაყობს საქართველოს ახალგაზრდობით
2012/09/22 18:42:04

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე მოუწოდებს  ევროკავშირის და ადამიანის უფლებათა დაცვისსაერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  მიიღონ მონაწილეობა საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების ფაქტების გამოძიების პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „იტარ–ტასი“ ავრცელებს. 
,,მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდოს, ჩაატაროს დროული,სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიება,მოხდეს დაკავება ყველა დამნაშავე პირის“, - აცხადებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.
სტატიის მიხედვით 84 წლის შევარდნაძე, ამაყობს საქართველოს ახალგაზრდობითა და სტუდენტებით, რომლებიც  მშვიდობიანი საპროტესტო აქციით,  საერთო მოთხოვნების ქვეშ ერთიანდბიან.  
შევარდნაძე ამავე დროს,მოუწოდებს ახალგაზრდებს შეინარჩუნონ სიმშვიდე და სიფრთხილე ისე,რომ არ დანებდნენ პროვოკაციებს , რითაც ექს-პრეზიდენტის აზრით, დაუყოვნებლივ ისარგებლებს  ხელისუფლება და შეეცდება ხელი შეუშალოს  1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების გამართვას ქვეყანაში.- ნათქვამია სააგენტოს  მიერ გავრცელებულ სტატიაში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2769
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია