დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რის ცხოვ­რებიდან
2011/10/24 12:23:48

რე­ზო ბუხ­სი­­ნი­ძე, ამჟამად ცნობილი ოპე­რა­ტო­რი, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა იყო, 1971 წლის 1 თებერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შემთხვე­ვით რომ მოხვდა. თავ­და­პირ­ვე­ლად გამ­ნა­თებლად მუ­შაობდა, შემ­დეგ ოპე­რა­ტო­რის  პრო­ფე­სი­ის  შეს­წავ­ლა და­იწყო, 1978 წლის აპ­რილ­ში კი ქუ­თა­ის­ში, იმ დროს ახალ­გახსნილ, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნულ  განყოფი­ლებაში გად­მოიყვა­ნეს სა­მუ­შა­ოდ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ოპე­რა­ტო­რი გახდა და მას შემ­დეგ ქუ­თა­ის­შია.

 

დღეს მი­სი ტე­ლე­კა­მე­რა სა­ზო­გა­დოებრი­ვი მო­უწყებლი­სათ­ვის აღბეჭ­დავს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებსა და მოვ­ლე­ნებს. ქარ­თველ ტე­ლე­ო­პე­რა­ტორ­თა­გან იშ­ვი­ა­თად თუ გა­და­უ­ტა­ნია ვინ­მეს პრო­ფე­სი­უ­ლი და­ვა­ლებების შეს­რუ­ლების ჟამს ამ­დე­ნი ხიფა­თი და გა­სა­ჭი­რი, რამ­დე­ნიც - რე­ზო ბუხ­სი­ა­ნი­ძეს: რამ­დენჯერ­მე ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოხვდა, ტყვიებიც იგე­მა და ომის ქარ­ცეცხლიც. ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­და­ღებული მი­სი კად­რები სა­ზო­გა­დოებას, უკ­ვე მრა­ვა­ლი წე­ლია, უტყუა­რად უჩ­ვე­ნებს ცხოვ­რების ქრო­ნი­კებს.

მო­სა­გო­ნა­რი ბევ­რი აქვს გა­მოც­დილ ოპე­რა­ტორს:

აფხაზე­თის ომი: 

-14 აგ­ვის­ტოს შე­ვი­და ჯარი აფხაზეთ­ში, მე და დი­ა­ნა ციბაძე კი 16 აგ­ვის­ტოს ჩავ­ფრინ­დით ფსო­უ­ზე, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს საზ­ღვარ­ზე. ბრძო­ლა მი­დი­ო­და გაგ­რი­სათ­ვის, მა­შინ ფსოუ თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, ნახევა­რი სოხუმი კი - და­კა­ვებული... ეს იყო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი გას­ვლა ფრონ­ტის იმ ხაზ­ზე. მას შემ­დეგ კვი­რა­ში 2-3 დღე იქ ვიყავით. პირ­ველ ოქ­ტომბერს გაგ­რას შე­მო­უ­ტი­ეს და 2-ში გა­მო­ვე­დით ფსო­უ­დან. იმ დღეს და­ი­კარ­გა გაგ­რა, მე­რე - სოხუმი, შემ­დეგ - ოჩამ­ჩი­რე... უღელ­ტეხილ­ზე გა­დავ­დი­ო­დი და გად­მოვ­დი­ო­დი... პირ­ველ ოქ­ტომბერს, სა­მის ნახევარ­ზე გაგ­რა­ში ჩავ­ფრინ­დით, ერთ სა­ათ­ში უკ­ვე და­იწყო შე­მო­ტე­ვა... ომის პირ­ვე­ლი „ნათ­ლობაც“ იქ მი­ვი­ღე. გაგ­რის სა­ა­ვადმყოფოს წინ სისხლის ტბა იდ­გა, დაჭ­რი­ლი ბიჭები მოყავ­დათ. ერ­თი თბილი­სე­ლი ბიჭი მოიყვა­ნეს დაჭ­რი­ლი, გვეხვე­წებოდა, არ გა­და­მი­ღოთ, დე­და­ჩე­მი ნახავ­სო ტე­ლე­ვი­ზორ­ში... ის სა­ა­ვადმყოფო შემ­დეგ რუ­სებმა და­ი­კა­ვეს. მე­ო­რე დღეს გაგ­რა უკ­ვე ცეცხლში იყო გახვე­უ­ლი... ბევ­რი შემთხვე­ვა იყო ასე­თი, რამ­დენჯერ­მე ჩა­მიხედავს სიკ­ვდი­ლის­თვის თვა­ლებში, ეს ის შემთხვე­ვა­ა, რო­ცა ადა­მი­ა­ნი შე­გუებული ხარ, რომ იქ­ნები თუ არა ამ ქვეყანა­ზე, ამას მნიშ­ვნე­ლობა აღა­რა აქვს.

ჭუბერი:

- ჭუბერის ამბები სა­ში­ნე­ლებაა! ოჩამ­ჩი­რის და­კარ­გვის დღეს იქი­დან ბოლოს ჩვენ, ჟურ­ნა­ლის­ტები გა­მო­ვე­დით! მა­შინ დი­ა­ნა და ნო­დარ ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი უღელ­ტეხილ­ზე იყვნენ, ჩვენ - ოჩამ­ჩი­რე­ში: ნი­ნო ძო­წე­ნი­ძე, ზა­ზა ყიფი­ა­ნი და სხვები. იმ ღა­მეს ვერ დავბრუნ­დით უკან, მე­ო­რე დღეს ჩა­მო­ვე­დით ქუ­თა­ის­ში და მე­სა­მე დღეს გა­დავ­ფრინ­დი ჭუბერ­ში. იქ უკ­ვე ჩა­სუ­ლი იყო მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ­მი­ნის­ტრი. ღა­მის სამ სა­ათ­ზე გაგ­ვიშ­ვეს უღელ­ტეხილ­ზე, „ურა­ლის“ მარ­კის მან­ქა­ნით, წა­ვი­ღეთ პუ­რი და ტან­საც­მე­ლი, რომ გა­ჭირ­ვებულებს მივ­შვე­ლებოდით. გამ­თე­ნი­ი­სას მი­ვაღ­წი­ეთ იქ, სა­დაც დევ­ნი­ლებს უკ­ვე თა­ვი­ან­თი ბანა­კი ჰქონ­დათ და ღა­მეს ათევ­დნენ. ზოგს ჩა­ვაც­ვით, ზოგს ვა­ჭა­მეთ... გა­და­ვი­ა­რეთ უღელ­ტეხილი, იქ ინ­ტერ­ვი­უები ჩა­ვი­წე­რეთ გზა­ში, გა­და­ვი­ღე ყვე­ლა­ფე­რი, შემ­დეგ წა­მო­ვიყვა­ნეთ ოთხი დაჭ­რი­ლი და ორი ჩვი­ლი ბავ­შვი. გა­მოგ­ვა­ტა­ნეს „ადი­ა­ლები“, რად­გან ღა­მით სი­ცი­ვე იქ­ნებოდა. უღელ­ტეხილ­ზე რომ გად­მო­ვე­დით, გზა გა­და­კე­ტი­ლი აღ­მოჩ­ნდა. გად­მო­ვე­დით და ეს დაჭ­რი­ლები ორ კი­ლო­მეტ­რზე ვა­ტა­რეთ ხელით. კარ­ვები იყო ქვე­მოთ გაშ­ლი­ლი და იქ გა­ა­თი­ეს ღა­მე, ჩვე­ნი ად­გი­ლი კი აღარ აღ­მოჩ­ნდა. ფეხით ვი­ა­რეთ და ალ­პუ­რი ზო­ნი­დან ჩა­ვე­დით ტყეში, სა­დაც ღა­მე გა­ვა­თი­ეთ. დი­ლით, რო­ცა იმ ად­გი­ლას დავბრუნ­დით, სა­დაც დაჭ­რი­ლები დავ­ტო­ვეთ, ნაც­ნობი ექი­მები ვნახე, მითხრეს, ბილი­კებს რომ გაჰყვებით, იქ გაყინუ­ლი ხალხია და ნახეთო. მარ­ტოს მო­მი­წია წას­ვლა, გა­და­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე დაჭ­რი­ლი, მოკ­ლუ­ლი კა­ცი, გაყინუ­ლი ცოლ-ქმა­რი... რომ მი­ვიხედ-მო­ვიხედე და ირ­გვლივ მხოლოდ მიც­ვა­ლებულები იყვნენ, შიშ­მა ამი­ტა­ნა და რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი ვირბინე... ამ დროს ვერ­ტმფრე­ნიც გა­მოჩ­ნდა და ჭუბერ­ში ჩა­მოვ­ფრინ­დი.

მხედ­რი­ო­ნი:

- მე მათ მხოლოდ გა­და­ღებების დროს ვხვდებოდი, მხედ­რი­ო­ნე­ლებთან სხვა ურ­თი­ერ­თობა არ მქო­ნია. ვიც­ნობდი, მიც­ნობდნენ და პა­ტივს მცემ­დნენ.

ჟურ­ნა­ლისტ დი­ა­ნა ციბაძეს­თან ერ­თად:

- დი­ა­ნა რომ იყო, მა­გი­ტომ ვმუ­შაობდი უფ­რო შე­მარ­თებით. ის იყო მობილი­ზებული, პრინ­ცი­პუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ნების­მი­ე­რი საქ­მის გამ­კე­თებელი. მა­გა­ლი­თად, გვქონ­და ასე­თი შემთხვე­ვა, გალ­ში მოვხვდით, ლო­თი ქობალი­ას შე­ნა­ერ­თებში. ის არ გვაძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს. დი­ა­ნამ აი­ძუ­ლა, რომ მო­ე­ცა და, მარ­თლაც, ჩავ­წე­რეთ ინ­ტერ­ვი­უ, რო­მელ­საც დი­დი რე­ზო­ნან­სი მოჰყვა იმ დროს.

საგ­ზაო შემთხვე­ვები:

- 1993 წელს მე და დი­ა­ნა ვიყავით გა­და­ღებაზე თერჯოლა­ში, სა­ი­და­ნაც პო­ლი­ცი­ამ წა­მოგ­ვიყვა­ნა ქუ­თა­ის­ში, ჩვე­ნი ტრან­სპორ­ტი არ გვყავ­და მა­შინ. გზა­ში ვნახეთ, რომ მან­ქა­ნას აყაჩა­ღებდნენ. პო­ლი­ცი­ამ  სა­ჭი­როდ   ჩათ­ვა­ლა,   მი­სუ­ლიყო და გა­ერ­კვია,  რა ხდებოდა. ყაჩა­ღები გა­იქ­ცნენ, მათ გა­ვე­კი­დეთ და გზა გა­და­ვუ­კე­ტეთ. ამის შემ­დეგ ორი ყაჩა­ღი ავ­ტო­მა­ტით ჩა­მო­ვი­და, ერთს წა­არ­თვეს, მე­ო­რემ ცეცხლი გახსნა. დი­ა­ნამ მო­ას­წრო მან­ქა­ნი­დან გა­დას­ვლა, მე მან­ქა­ნა­ში დავ­რჩი. მე­ო­რე მხარეს გა­და­ირბინეს დი­ა­ნამ და პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, ყაჩა­ღებმა კი ცეცხლი გახსნეს, მან­ქა­ნას ეს­როდ­ნენ. ტყვი­ამ გვერ­დი და ბეჭი გა­მი­კაწ­რა. ყაჩა­ღები გა­იქ­ცნენ, ერ­თი ის გა­ვი­გო­ნე, ჩემ­ზე ამბობდნენ, ერ­თი ხომ ჩა­ვა­ძაღ­ლე­თო. საბედ­ნი­ე­როდ, ეს ჭრი­ლობა არ აღ­მოჩ­ნდა სე­რი­ო­ზუ­ლი, მაგ­რამ ჩემ­ზე ძა­ლი­ან იმოქ­მე­და. ში­ში­სა­გან ის­ტე­რი­კუ­ლად ვი­ცი­ნო­დი, სა­ა­ვადმყოფომ­დე ვერ გა­მა­ჩე­რეს. ასე გა­დავ­რჩი...

შემ­დეგ ავა­რი­ა­ში მოვყევი, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნებები მი­ვი­ღე სხეუ­ლის, რი­კო­თის უღელ­ტეხილ­ზე, გა­და­ღებაზე მივ­დი­ო­დით და მან­ქა­ნას შე­ვეჯახეთ. ჟურ­ნა­ლის­ტი და­ი­ღუ­პა, მე და მძღო­ლი გა­დავ­რჩით.

ხუთჯერ ვარ ავა­რი­ა­ში მოხვედ­რი­ლი და ხუთი ოპე­რა­ცია მაქვს გა­კე­თებული.

 

***

რე­ზო ბუხ­სი­ა­ნი­ძეს რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­მო­ცი წე­ლი შე­უს­რულ­და, ცნობილი ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რი დღე­საც ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შაობს, დი­დი ხნის გა­მოც­დი­ლება და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი სხვა­თა­გან უმალ გა­მო­არ­ჩევს მის მი­ერ გა­და­ღებულ ტე­ლე­კად­რებს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2163
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია