დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მხატვრად არ მიმაჩნია, თუ შარჟებს ვერ ხატავს...“
2010/12/06 14:34:27

„მე, ჩემო კარგო, დაბადებამდე ვხატავდი. თუ არ გჯერა, ჰკითხე დედაჩემს - სამის თვის ბავშვი მღვდელმა სახატავებით ხელში რომ მომნათლა, საიდან ვიცოდი, რა მეკავა ხელში?“ - ასეთი ღიმილიანი პასუხი დამიბრუნა ბესიკ დუღაშვილმა, როცა ვკითხე, როდის დაიწყე კარიკატურების ხატვა-მეთქი.

ბესიკ  დუღაშვილი მრავალმხრივი ნიჭის ადამიანია: მხატვარ-კარიკატურისტი, ფერმწერი, გრაფიკოსი, კონსტრუქტორ-დიზაინერი, მსახიობი, პოეტი, მუსიკოსი, პროზაიკოსი... არის კონსტრუქტორ-დიზაინერთა   და  ჰერალდიკოსთა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, ფართო საზოგადოება, ძირითადად, მაინც იმ სახასიათო ნახატებით  იცნობს, სისტემატურად რომ იბეჭდება პერიოდულ გამოცემებში: „ალია“,           „კვირის პალიტრა“, „კვირის ქრონიკა“, „Prime Time“... ქართველ პარლამენტართა შარჟების გამოფენამ კი განსაკუთრებული პოპულარობა მოუპოვა და მის ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა.

შეიძლებოდა, ბესიკ დუღაშვილზე, უაღრესად ნიჭიერ და საინტერესო შემოქმედზე, რამდენიმე ასპექტით გვესაუბრა, მაგრამ, მოდით, დღეს მისი კარიკატურები დავათვალიეროთ. დავაკვირდეთ, როგორი მახვილი მზერა აქვს მხატვარს და რა ოსტატურად ახერხებს თითოეულ ადამიანში მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ნიუანსის პოვნას, ამ შტრიხით კი - სახასიათო პორტრეტის მოხაზვას. მისი შარჟები არავითარ შემთხვევაში არ არის დამცინავი, გროტესკული, პირიქით - საოცრად ჰუმანური, ნათელი და თითოეული პერსონისადმი უდიდესი სიყვარულით სავსეა.

როგორ ახერხებს ასეთი ზედმიწევნით ზუსტი სახასიათო პორტრეტის შექმნას?

ამაზე ბესიკს სულ უბრალო პასუხი აქვს:

„მე მხატვარი მხატვრად არ მიმაჩნია, თუ შარჟების გაკეთება არ შეუძლია“.

ერთი „ტკბილსევდიანი“ მოგონებაც კარიკატურასთან დაკავშირებით:

„1987 წელს ერეკლე II-ს გასვენება დავხატე სადიპლომოდ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში და მასწავლებელმა ასე წარმადგინა, არაჩვეულებრივი კარიკატურისტიაო!.. არადა, 120X120-ზე მქონდა ნახატი, უუუუუუსერიოზულესი ნამუშევარი, და მან კი - კარიკატურისტიაო...“

მაინც, რა პრინციპით ირჩევს „ნატურას?“

ბესიკი ამას სულ მარტივად მიხსნის: „მე კი არ ვირჩევ, თავად ის სახე ირჩევს, ვისშიც შარჟს დავინახავ“. :))))

გამოთქმა ხომ იცი: „ისეთი სიფათი ჰქონდა, მუშტი თავისით მიიზიდაო...“

 

*** 

ჰოდა, აი, აგერაა ამ „მიზიდულობის“ შედეგიც.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2231
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია