დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენებურები“ ქუთაისში
2010/10/18 13:33:14

უკვე ექვსი წელიწადია, რაც საპატრიარქოს თანადგომით, პატრიარქის კურთხევითა და პროფესორ გიული ალასანიას პატრონაჟით იმართება ფესტივალი „ჩვენებურები“, მასში საქართველოს რეგიონების საუკეთესო ანსამბლები მონაწილეობენ, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ქართველი და უცხოელი შემსრულებლები.

11 ოქტომბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში „ჩვენებურების“ მონაწილეობით კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. იგი სვეტიცხოვლის დაარსებისა და განახლების საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა. საღამო ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ გახსნა:

- დღეს პალიასტომის ღვთისმშობლის ხსენებას ვდღესასწაულობთ. ამასთანავე, ეს აფხაზებისა და ქართველების დიდი ძმობის დღეა, აფხაზი ქართველია და იგივე ჩვენი ძმა არის, ისტორიის მაგალითებით არ მახსოვს, რომ აფხაზებს საქართველოსკენ მტერი გამოეშვას. ჩვენს შორის ისეთი რამ არ უნდა მოხდეს, რომ თაობებმა მომავალში პასუხი აგონ. ქართველ და აფხაზ ხალხებს ვერავინ გაჰყოფს. ვინც შეეცადა, გაეყო, აღიგავა პირისაგან მიწისა. პირველ რიგში წინაპრების რწმენა და სიყვარული გვჭირდება, რათა აღვადგინოთ დაკარგული ტერიტორიები, - ბრძანა მეუფემ. მოკლე მისასალმებელი სიტყვა წარმოსთქვა ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ.

კონცერტის მშვენება იყო აფხაზეთის კაპელა, რომელსაც ცნობილი მაესტრო გურამ ყურაშვილი ხელმძღვანელობდა.

„აფხაზური კაპელა 30 წლის წინ ძალიან სახელოვანი იყო, ამ კაპელაში მღეროდნენ ქართველები, აფხაზები, ოსები, ბერძნები, ლიტველები, ლატვიელები, უკრაინელები. ჩვენ შევძელით მსოფლიოს 12 ქვეყნიდან ჩამოგვეყვანა კაპელის წევრები, 17-18 წლის შემდეგ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს და დღეს ისინი თქვენს წინაშე წარსდგებიან,“ - ასე წარადგინეს ქუთაისელი მსმენელის წინაშე ეს კოლექტივი.

კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ წარმატებული ახალგაზრდა საოპერო შემსრულებლები: თამთა ტარიელი, მამუკა ლომიძე, მიხეილ შეშაბერიძე კონცერტმაისტერი გუგა ჩხიკვაძე და სხვები, „ჩვენებურების“ შემდეგი გაჩერება ბათუმია, სადაც ფესტივალის სეზონი დაიხურება.

 

სალომე ბებია

დათო კაჭარავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2232
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია