დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქალაქის სიყვარულით
2010/05/10 12:24:29

დღეს არავის უკვირს კამერის წინ ბარით ხელში მოტრიალე რომელიმე მინისტრის, ან გუბერნატორის დანახვა, გამწვანების მორიგ აქციას რომ ატარებენ...

ჩვენი რესპონდენტი კი არც მინისტრია, არც გუბერნატორი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, თუმცა ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მცხოვრებმა, 82 წლის ავთანდილ მიმინოშვილმა „თავისი“ გამწვანების აქცია პირველად ხუთი წლის წინ ჩაატარა.დღეს არც თუ პატარა ბაღი აქვს ქუთაისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, გზის პირას. ამ ბაღის სილამაზე გამვლელის თვალსაც ახარებს და პატრონის გულსაც.

ძირძველი ქუთაისელი, ბატონი ავთანდილი, იმ დროს იხსენებს, როცა ქალაქში წყლის რიგში იდგა, როცა უტრანსპორტო და ჩამკვდარ ქუჩაში მარტო სამთავრობო მანქანა დადიოდა და მის სანახავად ბატონი ავთანდილი თურმე მეზობლებთან ერთად გარეთ გამოდიოდა.

დღეს კი გარეთაც გამოდის და ახალ მშენებლობებსაც გულდასმით აკვირდება. მომავლის დიდი იმედი აქვს, ძალიან პერსპექტიულად ესახება ქუთაისის ხვალინდელი დღე. ამბობს, რომ იმედი ყველას უნდა ჰქონდეს.

მას კი, თავის მხრივ, ამ ასაკშიც საკუთარი წვლილი შეაქვს ქალაქის გამწვანებაში.

ამბობს, რომ ჯანმრთელობას არ უჩივის, დიდი მონდომებით რგავს და ახარებს ხეებს, ყვავილებს. მისი შრომის შედეგი რკინიგზის სადგურის ახლოს მდებარე ულამაზესი ბაღია, საზოგადოებრივი ბაღი, რომელიც 30-მეტრამდეა სიგრძით და ხანდაზმული ადამიანი უანგაროდ, ქალაქის სიყვარულით უვლის.

ვერ იტყვი, რომ ბატონი ავთანდილი შეძლებულად ცხოვრობს, პირიქით... მან მოკრძალებით გაუმხილა „P.S.“-ს თავისი თხოვნა ქალაქის ხელისუფლების წინაშე: იქნებ შეღავათიან ფასებში გამოუყონ რკინიგზის სადგურის პირველ სართულზე სავაჭრო ფართი, რათა პენსიასთან ერთად შემოსავლის მცირედი წყარო ჰქონდეს, ეს მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას ცოტათი მაინც გააუმჯობესებდა...

ძირძველ ქუთაისელს შრომისმოყ-ვარეობასა და ქალაქის სიყვარულში ბევრი ვერ შეედრება. ასეთ ადამიანს კი ქალაქიც უნდა გაუფრთხილდეს და დაეხმაროს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია