საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
შავი ავტოკალმით - თეთრ მიტკალზე
2010/04/06 13:11:22

პრო­ლო­გის მა­გი­ერ:

 

მე ის ჩვე­­ლებრივ სო­ცი­­ლურ სა­იტ­ზე ვი­პო­ვე, უფ­რო ს­წო­რად, ჯერ ჩემ­მა მე­გობარ­მა იპო­ვა და მე­რე მე მაჩ­ვე­ნა მი­სი ნა­მუ­შევ­რების ფო­ტოას­ლები. ჩვე­ნი საუბარიც ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვეობით შედ­გა. შე­იძ­ლება ძა­ლი­ან სუბიექ­ტუ­რი ვარ, ან მი­სი ნახატებით ძა­ლი­ან აღ­ფრთო­ვა­ნებული, მაგ­რამ, რა­ტომ­ღაც, ძა­ლი­ან მიხარი­ა, რომ სხვებს მე უნ­და გა­ვაც­ნო ისიც და მი­სი ნა­მუ­შევ­რებიც.თბილი­სე­ლი მხატ­ვრის თა­მაზ ავა­ლი­ა­ნის ერ­თი ნახატიც რომ ნახო, იმწამ­სვე მიხვდები, ყვე­ლა­ფე­რი ისე არა­ა, რო­გორც ჩვე­უ­ლებრივ ხდება ხოლ­მე. უფ­რო მარ­ტი­ვად რომ ვთქვა,  ერ­თი ნახატი­თაც კი და­ი­ნახავ, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და სა­კუ­თა­რი ხელ­წე­რის შე­მოქ­მე­დია, ორიგი­ნა­ლუ­რი სტი­ლით, ორი­გი­ნა­ლუ­რი მა­ნე­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი.

მას დამ­ფა­სებლები ჰყავს თბილის­შიც, ბათუმ­შიც, რად­გან თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დებითი კა­რი­ე­რის და­საწყისი და მი­სი დე­დუ­ლე­თი ამ ქა­ლაქს უკავ­შირ­დება.

ბავ­შვობაში არ ხატავ­და, ეს გზა მის­მა ორ­მა დამ აირ­ჩი­ა, თვი­თონ მეზ­ღვა­უ­რობაზე ოც­ნებობდა. მაგ­რამ მიხვდა, რომ ეს პრო­ფე­სია არ იყო მი­სი. ახლა ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რა­დაა.

და­საწყისი ძა­ლი­ან არას­ტან­დარ­ტუ­ლი იყო: 21 წლის ასაკ­ში მე­უღ­ლეს გა­სცილ­და და ხატ­ვა და­იწყო. დეპ­რე­სი­ის გა­მო არა, პი­რი­ქით, თავი­სუფ­ლება დაიბრუ­ნა:

„დედა­ჩემს ზე­წა­რი და­ვახევი­ნე და მას­ზე და­ვიწყე ხატ­ვა - შა­ვი ავ­ტო­კალ­მით,“ - იხსე­ნებს იგი.

ექვს თვე­ში პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა ჰქონ­და. ოჯახის წევ­რების გარ­და, არა­ვინ იცო­და, რომ ხატავ­და, ამი­ტო­მაც, რო­ცა მე­გობრებს მო­საწ­ვე­ვები და­უ­რი­გა, ყვე­ლა­ნი გა­ა­ო­ცა.

პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა დაბადების დღე­ზე ჰქონ­და. მა­შინ მარ­თლაც თა­ვი­დან დაიბადა, - რო­გორც შე­მოქ­მე­დი და რო­გორც ადა­მი­ა­ნი.

სა­ერ­თოდ, რამ­დენჯერ­მე იშ­ვა თა­ვი­დან. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავა­რი­ა­ში მოჰყვა, თვა­ლი რომ გაახილა, პირ­ვე­ლად ის იკითხა, ხელები თუ ჰქონ­და, რომ ხატ­ვა გა­ეგ­რძე­ლებინა... 

შა­ვი ავ­ტო­კა­ლ­მის ეფექ­ტი კარ­გად ჩანს თეთრ მიტ­კალ­ზე. ამი­ტომ, სა­კუ­თა­რი ხელ­წე­რის ძიების­თვის  დი­დი დრო არ მო­უნ­დო­მებია.

„თუ გინ­და, რა­მე გა­ა­კე­თო, კარ­გად უნ­და გა­ა­კე­თო, არ უ­არვყოფ, რომ სა­წერ­კალ­მით ხატ­ვა ორი­გი­ნა­ლობის­თვის ავირ­ჩი­ე, მე პას­ტა მი­ვიყვა­ნე სრულ-ყოფი­ლებამ­დე.

იცით, რა­შია საქ­მე? პას­ტა ტყუილს არ გპა­ტიობს, ისე, რო­გორც ცხოვ­რება, თუ რა­მე ერ­თი ხაზის მოს­მა შე­გე­შა­ლა, ვერ წაშ­ლი, ამი­ტო­მაც უნ­და გა­და­აგ­დო ნახატი. მე ბევ­რი ნახატი გა­და­მიგ­დია. მიუხედა­ვად იმი­სა, რო­ცა ხატ­ვას ვიწყებ, არც კი ვი­ცი, რა შე­იძ­ლება გა­მო­ვი­დეს და თავი­სუფ­ლად შე­მიძ­ლი­ა, სხვა რა­მედ გა­და­ვა­კე­თო, მაგ­რამ ასე არ მინ­და. ჩემს გულ­ში ის ისე არ იქ­ნება. ეს სუფ­თა ტექ­ნი­კუ­რი სა­კითხია, თუმ­ცა, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.“

ხატავს ყოველ­თვის, უფ­რო - ღა­მე, რო­ცა მარ­ტო­ა, რო­ცა სათ­ქმე­ლი აქვს, ხატავს გო­ნებაშიც და მე­რე ერ­თი სუ­ლი აქვს ფურ­ცელ­ზე რო­დის გა­და­ი­ტანს. მის­თვის მუ­ზა არ არ­სებობს.

„ბიძ­გი შენს თავს თვი­თონვე უნ­და მის­ცე. ჩემ­თვის მუ­ზა ისა­ა, რაც მომ­წონს, შე­იძ­ლება უსუ­ლო სა­გან­მაც გა­აღ­ვი­ძოს მონ­დო­მება. მა­გა­ლი­თად, ერთხელ გუ­რი­ა­ში ვიყავი, არ მახსოვს, რო­მელ სო­ფელ­ში, მე­გობარს ვე­ლო­დებოდი და ძვე­ლებური ნა­გებობის კარ­მა მი­იქ­ცია ჩე­მი ყურად­ღება. შე­უძ­ლებელი­ა, მხატ­ვარ­მა ეგ კა­რი ნახოს და არ დახატოს, ეგ­რე­ვე გა­ვა­კე­თე ჩემს გო­ნებაში ჩა­ნახატი, ერ­თი სუ­ლი მ­ქონ­და, შინ რო­დის დავბრუნ­დებოდი და დავხატავ­დი.“

მის ნა­მუ­შევ­რებს სახელები არ ჰქვია.

„არ მინ­და და არც და­ვარ­ქმევ, არ მინ­და, რომ ჩე­მი ნახატების მაყურებელს აზ­როვ­ნების უნა­რი შე­ვუზ­ღუ­დო. რომ და­მერ­ქმია, მა­გა­ლი­თად, იმ კა­რის­თვის რა­ი­მე სახელი, ყვე­ლა ამ სახელის ირ­გვლივ იტ­რი­ა­ლებდა. არ არის აუ­ცი­ლებელი, ყვე­ლამ გა­ი­გოს, რას ვდებ შიგ. მე მყავს ერ­თი მე­გობარი, სა­ა­თობით შუძ­ლია, ჩემს ნა­მუ­შევ­რებზე ილა­პა­რა­კოს, ათა­სი რა­მის და­ნახვა შე­უძ­ლი­ა, ისე, რომ მეც და­მაჯერებს, მე­ო­რე დღეს კი სხვა რა­მეებს ხედავს იმ ნახატ­ზე. ასე რომ, არ ღირს სახელების დარ­ქმე­ვა. დაე, მნახველ­მა თვი­თონ იფიქ­როს.“

მი­სი ნახატები მი­სი ცხოვ­რებაა, უფ­რო სწო­რად - მი­სი გან­ცდებისა, რომ­ლებიც ნახატებად ლაგ­დება. რო­გორც შე­მოქ­მე­დი, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზებას კარ­გად ახერხებს. გა­მო­ფე­ნებიც ჰქონ­და, 15  წლის მან­ძილ­ზე - 12 პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა. არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში, თურ­ქეთ­ში, მოს­კოვ­ში, 32 ნა­მუ­შე­ვა­რი ახლაც ბულ­გა­რეთ­შია გა­მო­ფე­ნი­ლი, მაგ­რამ მა­ინც ამბობს: „ფი­როს­მა­ნი­ვით კიბის ქვეშ არ ვა­პი­რებ სიკ­ვდილს“.

ამი­ტო­მაც მი­დის. უკ­რა­ი­ნა­ში უკ­ვე ელო­დებიან.

„იქ სხვა გა­სა­ქა­ნი­ა, აქ ერ­თი და ორი ნახატი თუ გაიყიდა, უნ­და გა­გიხარ­დეს, უკ­რა­ი­ნა­ში უკ­ვე არის მოთხოვ­ნები ჩემს ნახატებზე“.

 

ეპი­ლო­გის მა­გი­ერ:

ხომ ამბობს, რომ მი­სი ნახატები მი­სი ცხოვ­რებაა, მი­სი გან­ცდებია, ხომ შე­იძ­ლებოდა, შა­ვი ავ­ტო­კალ­მით ეს ყვე­ლა­ფე­რი არ დაეხატა და უბრა­ლოდ და­ე­წე­რა. სულ მე­გო­ნა, რომ ინ­ტერ­ნეტსივ­რცე­ში ემო­ციების ად­გი­ლი არ იყო. არა­და, ასე არ ყოფი­ლა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია