დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგი – ქუჩაში, ცოცხით ხელში
2010/04/06 13:05:29

მო­დით, ცო­ტახნით მო­ვეშ­ვათ ჩი­ნოვ­ნი­კებს და იმ ხალხითაც და­ვინ­ტე­რეს­დეთ, რომ­ლებიც დიდ სამ­სახურს გვი­წე­ვენ, თუმცა ჩვენ­გან დამ­ცი­რების მეტს ვე­რა­ფერს იღებენ. დატ­ვირ­თუ­ლი რეჟიმი, ანაზ­ღა­­რებაც ნაკ­ლები - აი, ასე­თი ცხოვ­რებით ცხოვ­რობს და­სუფ­თა­ვების სამ­სახურ­ში მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნა­ლი, მათ შო­რის - შალ­ვა პა­პაც.

 

სა­ნამ უშუ­ა­ლოდ თე­მა­ზე გა­და­ვი­დო­დე, მა­ნამ­დე მინ­და გითხრათ, რომ უფ­რო ად­ვი­ლია, ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­არ­თვა თა­ნამ­დებობის პირს, ვიდ­რე ამ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე პი­როვ­ნებებს - მა­თი დრო­ის დე­ფი­ცი­ტის გა­მო.  სა­მი კვი­რა უშე­დე­გოდ მაინც არ მირბენია და დღეს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი იქ­ნება და­სუფ­თა­ვების სამ­სახურის რი­გი­თი მუ­შა­კი შალ­ვა გი­ორ­გა­ძე - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც დი­დი სიყვა­რუ­ლით დაჰფო­ფი­ნებს ქუ­თა­ი­სის ქუ­ჩებს და იცავს მათ დაბინ­ძუ­რებისა­გან.

გა­ვიც­ნოთ ის უფ­რო ახლოს:

ვინ იყო, ახლა ვინ არის და რას აკე­თებს?!

„უკ­ვე 5 წე­ლი­ა, რაც და­სუფ­თა­ვების სამ­სახურ­ში ვმუ­შაობ. ჩე­მი მე­უღ­ლე - 12 წე­ლია. მე ვა­სუფ­თა­ვებ წე­რეთ­ლის ქუ­ჩას და ახლა, და­მა­ტებით, მე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­საც ვგვი.“- ამბობს იგი.

ამ სამ­სახურ­ში მოხვედ­რის­თვი­საც აუ­ცი­ლებელია გა­ნათ­ლება. შალ­ვა პა­პას კი დი­დი ხნის სტაჟი აქვს, არც მე­ტი და არც ნაკ­ლები - პე­და­გო­გი გახლდათ. მო­ვუს­მი­ნოთ თა­ვად მას:

„და­ვამ­თავ­რე პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ის­ტო­რია-ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი. ჩე­მი სპე­ცი­ა­ლობა ისე­თი იყო, რომ რუ­სულ სკო­ლა­ში უნ­და მეს­წავ­ლებინა ის­ტო­რია და ქარ­თულ სკო­ლებში - რუ­სუ­ლი ენა-ლი­ტე­რა­ტუ­რა. ინ­სტი­ტუ­ტის დამ­თავ­რების შემ­დეგ, 1963-1975 წლებში ვას­წავ­ლი­დი ას­პინ­ძის სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში, ანუ თით­ქმის 12 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე. შემ­დეგ ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა გა­ვაგ­რძე­ლე ქუ­თა­ი­სის მე-13 (რუ­სულ) სკო­ლა­ში. მა­შინ ის სკო­ლა და­კომ­პლექ­ტებული იყო მხოლოდ სამხედ­როების შვი­ლებით. თან, ვიყავი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე. იქ პა­ტა­რა ინ­ცი­დენ­ტი მოხდა, რის შე­დე­გა­დაც მე ჩე­მი ნებით დავ­ტო­ვე სას­წავ­ლებელი: ბავ­შვები სკო­ლის შემ­დეგ და­დი­ოდ­ნენ წყალ­წი­თე­ლა­ზე, იქ, თა­მაშ­ში, ერ­თმა ბავ­შვმა მე­ო­რეს კი­სერ­ზე მო­არტყა თვით­ნა­კე­თი პის­ტო­ლე­ტის სა­თა­მა­შო ტყვი­ა, რის გა­მოც დი­რექ­ტო­რის­გან მი­ვი­ღე დი­დი საყვე­დუ­რი. თურ­მე სკო­ლის მე­რეც უნ­და გავყოლო­დი ბავ­შვებს. ამის შემ­დეგ ვას­წავ­ლი­დი 21-ე პროფ­ტექ­ნი­კურ­ში. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მოვხვდი ავ­ტო­ქარხანა­ში, სა­დაც ვიყავი სამხედ­რო სა­ამ­ქროს დის­პეტ­ჩე­რი და იქ ვი­მუ­შა­ვე ორი წე­ლი. ამის შემ­დეგ ოჯახური პი­რობების გა­მო მო­მიხდა სოფ­ლად (ას­პინ­ძა­ში) წას­ვლა. ხოლო იქი­დან წა­მოს­ვლის შე­დეგ კი ვმუ­შაობ აქ.“

გა­ვიც­ნოთ მი­სი ოჯახიც:

„მყავს სა­მი ვაჟი. აქე­დან ორს აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლება. პირ­ველ­მა და­ამ­თავ­რა მი­ლი­ცი­ის აკა­დე­მია და ახლა უკ­რა­ი­ნა­ში­ა, მე­ო­რემ - პუშ­კი­ნის ინ­სტი­ტუ­ტი და ახლა ჩე­მი მე­უღ­ლის სო­ფელ­ში ცხოვ­რობს, ხოლო მე­სა­მეს სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლება აქვს და ისიც საზ­ღვარ­გა­რე­თაა მის უფ­როს ძმას­თან. ერ­თი პე­რი­ო­დი უფ­რო­სი ვაჟი მეხმა­რებოდა, მაგ­რამ ახლა შეგ­ვიწყვი­ტა რა­ტომ­ღაც... ჩე­მი მე­უღ­ლე  მუ­შაობდა ექ­თნად, ჯერ პირ­ველ სამ­შობია­რო­ში, შემ­დეგ - წყალ­ტუბოს გა­და­სახვევ­თან მდებარე სამ­შობია­რო­ში. ახლა ისიც ქუ­ჩებს ასუფ­თა­ვებს.კარ­გი იყო ძვე­ლად, ძლი­ე­რი ოჯახიც ვიყავით. მქონ­და სა­კუ­თა­რი სახლ-კა­რი, საკ­მა­ოდ კარ­გი ბინა, რო­მე­ლიც შემ­დეგ გაყიდა უფ­როს­მა ვაჟმა ფუ­ლის გა­მო. ახლა... ახლა - ვცხოვ­რობ ნა­ქი­რა­ვებში და ვა­სუფ­თა­ვებ ქუ­ჩებს.“

კარ­ლო პა­პა, რო­გორც ახლობლები ეძახიან, ცხოვ­რებამ ძლი­ე­რად და­ა­ნარცხა ძირს. თუმ­ცა გან­სა­კუთ­რებით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სწო­რედ ასე­თი პი­როვ­ნებების დამ­სახურებაა, რომ ქუ­ჩები, ჩვე­ნი და­უ­დევ­რობის მიუხედა­ვად, მა­ინც სუფ­თაა. სა­მას­წავ­ლებლო­დან პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში აღ­მოჩ­ნდა ცოცხით ხელ­ში. ჩვენ­თვის, ქუ­თა­ი­სის კე­თილ­დღეობისათ­ვის, ამ პი­როვ­ნებას დღე და ღა­მე გას­წო­რებული აქვს.

„ღა­მის 2 სა­ა­თი­დან დი­ლის 8 სა­ა­თამ­დე ვმუ­შაობ წე­რეთ­ლის ქუ­ჩა­ზე, შემ­დეგ 12 სა­ათ­ზე გა­მოვ­დი­ვარ და 4 სა­ა­თამ­დე აქ ვარ, მე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­მუ­შაო რთუ­ლია და შრო­მა­ტე­ვა­დი. ცუდ ამინ­დში ორ-სამჯერ ვურტყამ წრეს და, გზა­დაგ­ზა, ძირს დაყრილ საგ­ნებს ვხიკავ, რუს­თა­ვე­ლის ხიდი­დან მოყოლებული მუ­ზე­უ­მამ­დე, ხოლო კარგ ამინ­დში ოთხ-ხუთჯერ ვუვ­ლი წრეს. ალა­გებ, ალა­გებ და... ძა­ლით აბინ­ძუ­რებენ.  ხში­რია შემთხვე­ვები, რომ გო­გო­ნა მო­დის, ჭამს ლობიანს  და ცე­ლო­ფანს აგ­დებს ძირს, რო­ცა ყოველ ­ფეხის ნაბიჯზე არის ურ­ნა... რა უნ­და ვუთხრა ამხელა გო­გოს!“

ანაზ­ღა­უ­რების პრობლე­მა ყველ­გან არის და არც იგი არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. ასე­თი ჯაფის მიუხედა­ვად, ხელ­ფასს მა­ინც აყვედ­რი­ან. „ხელ­შეკ­რუ­ლება მქონ­და გა­ფორ­მებული და თებერ­ვალ­ში დამ­თავ­რდა, ანუ მე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღარ უნ­და ვი­მუ­შა­ვო, მაგ­რამ გვითხრეს, იმუ­შა­ვე­თო და მეც ვმუ­შაობ. ხოლო ხელ­ფასს ამ თვე­ში არ მოგ­ვცე­მენ - ეს უფ­რო­სობამ გვითხრა, მი­ზე­ზად ფუ­ლის არ­ქო­ნა და­ა­სახელეს და ისიც დააყოლეს, რომ თებერ­ვალ­ში რომ მო­გე­ცით, ისიც ვი­სესხეთ და ისე გა­და­გიხადე­თო.ჩემ­ზე მე­ტი გა­ჭირ­ვებული აქ არა­ვი­ნაა და ხელ­ფა­სის გა­მო რომ ვმუ­შაობ, ამ სამ­სახურ­ში ამას, ალბათ, ხვდებით.“

ბედის ირო­ნია: ყვე­ლას­თვის შე­უმ­ჩნე­ვე­ლი, ერ­თი ჩია, ხან­დაზ­მუ­ლი კა­ცი, ად­რე ბავ­შვებსა და მათ სწავ­ლა-გა­ნათ­ლებაზე რომ ზრუ­ნავ­და, დღეს ქუ­ჩების და­სუფ­თა­ვებაზე ხელ­ფა­სის ამაო მო­ლო­დინ­ში შრომობს.

ყვე­ლა გაბრაზებული მა­მა შვილს ასე  აფრთხილებს: არ ის­წავ­ლი? და­ი­კა­ვებ ცოცხს ხელ­ში და ქუ­ჩებს და­ა­სუფ­თა­ვებ, რა­მე­ში მა­ინც წა­ად­გები შენს ქა­ლაქ­სო... ნუ­რას უკაც­რა­ვად ,გა­ნათ­ლება და დიპ­ლო­მი ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში სა­ჭი­როა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია