დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვიკა ნაკაშიძემ „სასურველი სასიძოს“ ტიტული დათმო
2010/02/08 13:54:02

ქუთაისის საკრებულოში ვიკა (ვლადიმერ) ნაკაშიძე ბოლო სასიძო იყო და მანაც ცოტა ხნის წინ უკვე სიძის ამპლუაში გადაინაცვლა. თავის გულისსწორს დიდხანს ეძებდა და 36 წლის ასაკში, როგორც იქნა, იპოვა - ანი ძიმისტარიშვილი.

„აუცილებელი რომ იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, დიდი ხანია, ვაცნობიერებდი. თავისუფალი ცხოვრების სტილსაც ძალიან ვიყავი მიჩვეული. ყველამ იცის, რომ ბევრი ურთიერთობები მქონდა, ბევრს ვხვდებოდი, სიმპათიებიც მქონდა, მაგრამ ამჯერად ეს ნაბიჯი ჩემი რჩეულის პიროვნულმა თვისებებმა გადამადგმევინა,“- ამბობს ახლადდაქორწინებული, ბედნიერებისგან გასხივოსნებული რესპუბლიკელი.

ანის არსებობის შესახებ ერთი ახლობლისგან გაიგო. ის ახლობელი იმდენად მონდომებული იყო, ვიკას ბედნიერება ეპოვა, რომ ანიმდეც შესთავაზა რამდენიმე კანდიდატურა. თუმცა, კანდიდატურები ისედაც უამრავი იყო. მათი ფოტოსურათები სახლში, მაცივრის თავზე ხვდებოდა, თუმცა, ვიკას გული ვერავინ მოიგო. ანისთან კი ყველაფერი უცებ მოხდა.

„ერთი თვის შემდეგ ახლობელმა მკითხა, შემთხვევით, ხომ არ შეხმიანებიხარო. არადა, უკვე ინტენსიური ურთიერთობა გვქონდა.“

საკრებულოს შეყვარებულ წევრს ზუსტი თანმიმდევრობით ახსოვს ყველაფერი: როდის გაიცნო ანი, როდის შეხვდა პირველად, როგორი ამინდი იყო, რა უთხრა, რა უპასუხა...

არა, ეს პეტერბურგში არ მომხდარა, წვიმიან ქუთაისში მოხდა, ყველაფერი - ჩვეულებრივად, თუმცა, წყვილისთვის - უჩვეულოდ. მათ ურთიერთობის გაღრმავებაში სასულიერო პირებმა ითამაშეს დიდი როლი.

„ორივენი გაოცებულები ვიყავით, მოძღვრებს სხვანაირი ხედვა აქვთ და ისინი ისეთ რამეებს გვეუბნებოდნენ მათთვის უცხო ადამიანებზე (ანუ ჩემზე - ანის და მე - ანიზე), რაც ჩვენთვის მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.“

სხვათა შორის, ვიკამ სიტყვა „მიყვარხარ“ ცხოვრებაში პირველად თავის მეუღლეს უთხრა.

„ჩემმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ ამ სიტყვას მხოლოდ ჩემს მეუღლეს ვეტყოდი. ასეც იყო. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც დონის ურთიერთობები მანამდეც მქონდა, ეს სიტყვა არავისთვის მითქვამს.“

რა და როგორ უთხრა, ამაზე არ საუბრობს, ეს ძალიან ინტიმური საკითხიაო. „მერე რამდენიმე თავბრუდამხვევი კონტრშეტევა განვახორციელე და...“

19 ნოემბერს გაცნობილი ანი 24 იანვარს უკვე მისი მეუღლე იყო.

ვიკას უნდოდა, რომ გაპარულიყვნენ, მაგრამ შობის მარხვამ შეუშალა ხელი, ქორწილი არ უნდოდა. „ბევრი ჩემი მეგობრისთვის მითქვამს მეჯვარეობაზე უარი.  ერთადერთი კომპლექსი მაქვს - ვერ ვიტან საქორწილო სცენაზე წამომართვას.“

სიყვარულისთვის ამ კომპლექსსაც მოერია. იცოდა, რომ ყველა ქალი საქორწინო თეთრ კაბასა და ლამაზ ქორწილზე ოცნებობს.

ქორწილიც შედგა. განსაკუთრებული ჯვრისწერით, თუნდაც იმიტომ, რომ სამმა მოძღვარმა დასწერათ ჯვარი: მამა ბესარიონმა, მამა სტეფანემ და თბილისიდან, საგანგებოდ შესამოსელით ჩამოსულმა, სიძის დეიდაშვილმა, მამა დავით შარაშენიძემ.

„ეკლესიაში ხუმრობდნენ კიდეც, ისეთი კურთხევა გაქვთ, წელს რესპუბლიკელები აუცილებლად არჩევნებშიც გაიმარჯვებთო.“

ქორწილში მის პარტიულ ელიტასთან ერთად ნაციონალებიც იყვნენ.

„მე საკრებულოს წევრი ვარ და ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ამ შემთხვევაში იყო საჭირო. ნაციონალები ადრიანად წავიდნენ, ხოლო დავით უსუფაშვილმა, თინა ხიდაშელმა და ლევან ბერძენიშვილმა კარგად მოულხინეს, თითქმის ბოლომდე.“ 

ვიკას დაქორწინება ყველაზე მეტად ოჯახში გაუხარდათ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შინ ადრიანად ბრუნდება, რაც მანამდე ძალიან იშვიათად ხდებოდა ხოლმე.

დაქორწინების შემდეგ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ შინ ერთით მეტი მოსიყვარულე ადამიანი ხვდება.

კიდევ, ახალი ტერმინოლოგია გაჩნდა  - უკვე ვიღაცის სიძეა და სიძის ამპლუაში გადაპატიჟებებიც მიიღო. რაც შეეხება სიდედრს:

„ძალიან კარგი სიდედრი მყავს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ისეთი იქნება, სტერეოტიპებს რომ დაანგრევს.“

მყუდრო ოჯახურ ცხოვრებაზე ჯერ ვერ საუბრობს, ქორწილის მერე ბაკურიანში იყვნენ, ახლა კი ყოველდღიური სტუმრიანობა სიმყუდროვის საშუალებას არ აძლევთ.

„აქ ხუმრობენ, ვიკა ექვსი თვე პოლიტიკისთვის ვეღარ მოიცლის და მერე სხვა საკრებულო იქნება და იმათ რაც უნდათ, ისა ქნანო. ძალიანაც ცდებიან. პირადი ცხოვრება პარტიულ აქტიურობაში ნამდვილად არ შემიშლის ხელს.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2235
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია