საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ათიათასდოლარიანი კოცნა
2009/09/21 13:43:51

ალბათ, ბევრს აინ­ტე­რე­სებს, ვინ იყო ის უც­ნობი ქალბატო­ნი, რო­მე­ლიც 10 სექ­ტემბერს ქუ­თა­ის­ში ყოფ­ნი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ხელ­ში აიყვა­ნა და მას­თან ერ­თად სუ­რა­თები გა­და­ი­ღო. ეს ქალბატო­ნი ჩვე­ნი ქა­ლა­ქის სტუ­მა­რი - „ჩვე­ნებური“ ებრა­ე­ლი, პო­ე­ტი, მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე თი­ნა შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ქალბატო­ნი თი­ნა წლების წინ ის­რა­ელ­ში გა­ემ­გზავ­რა და ქა­ლაქ პაჰარი­ა­ში დამ­კვიდ­რდა. ახლა კი „მე­ო­რე სამ­შობლოს“ სიყვა­რულ­მა თა­ვის მე­გობრებთან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოიყვა­ნა.

რო­გორც ქარ­თულ-ებრა­უ­ლი ჟურ­ნა­ლის „აშ­დო­ტის მო­ამბის“ რე­დაქ­ტორ­მა, ბატონ­მა სუ­ლო სე­ფი­აშ­ვილ­მა გვითხრა, ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ათ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფით რამ­დე­ნი­მე დღით ჩა­მო­ვიდ­ნენ. თურ­მე, ქალბატო­ნი თი­ნა გზა­ში ამბობდა, რომ ძა­ლი­ან უნ­დო­და ბატონ სა­ა­კაშ­ვილ­თან სუ­რა­თის გა­და­ღება: „10 ათას დო­ლარს ვჩუქ­ნი მას, ვინც ამ სურ­ვი­ლის ას­რუ­ლებაში და­მეხმა­რებაო.“ ბატო­ნი სუ­ლო კი ეხუმ­რებოდა - „შენ და მი­შამ სუ­რა­თი ერ­თად რო­გორ უნ­და გა­და­ი­ღოთ? ან ის უნ­და ჩა­ი­მუხლოს, ან შენ აგიყვა­ნოს ხელ­შიო.“ ჩვენს უფ­როს კო­ლე­გას „ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა ყნოს­ვამ“ არ უმტყუნა, ქალბატონ თი­ნას კი ფუ­ლის გა­დახდა სუ­ლაც არ დას­ჭირ­და. ებრა­ე­ლების სტუმ­რობას ქუ­თა­ის­ში პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტიც და­ემთხვა. რო­დე­საც ეს ქალბატონ­მა თი­ნამ გა­ი­გო, არად ჩა­აგ­დო პო­ლი­ცი­ელ­თა და დაც­ვის თა­ნამ­შრო­მელ­თა წი­ნა­აღ­მდე­გობა და, რო­გორ­ღაც პრე­ზი­დენ­ტთან მის­ვლა მოახერხა...

ქალბატო­ნი თი­ნა იხსე­ნებს:  „დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლები ახლოს არ გვიშ­ვებდნენ, მაგ­რამ რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა გა­ი­გო, რომ ებრა­ე­ლები ვართ, უთხრა, რომ გა­ვეშ­ვით. მე მო­ვი­კითხე და ვუთხარი, რომ მზად ვიყავი, მას­თან სუ­რა­თის გა­და­სა­ღებად ათი ათა­სი დო­ლა­რი გა­და­მეხადა, ამა­ზე გა­ე­ცი­ნა და ხელ­ში ამიყვა­ნა - აბა, გა­დაგ­ვი­ღე­თო...

- რა­ტომ გსურ­დათ ასე ძა­ლი­ან ბატონ მი­შას­თან სუ­რა­თის გა­და­ღება? 

- მე ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რად ვიყავი განწყობილი „ვარ­დების რე­ვო­ლუ­ცი­ის“ დროს. ის ღა­მე თეთ­რად გა­ვა­თე­ნე და დავ­წე­რე სა­ო­ცა­რი წე­რი­ლი. მე მსგავ­სი რამ არა­ვის­თვის და­მი­წე­რია. ეს წე­რი­ლი ერთ ძა­ლი­ან სან­დო ადა­მი­ანს გა­მო­ვა­ტა­ნე, რო­მელ­მაც და­მი­რე­კა და მითხრა, მშვი­დად იყავი, წე­რი­ლი პრე­ზი­დენ­ტის დე­დას, ქალბატონ გი­უ­ლის გა­და­ვე­ციო.

- წე­რილ­ში რას სწერ­დით, სთხოვ­დით რა­მეს?

- არა, არა­ფერს ვთხოვ­დი... მე სა­ქარ­თვე­ლო მიყვარს, რაც აქე­დან წა­ვე­დი, იქა­ურ ქარ­თვე­ლებს მათ დე­და­ე­ნას, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რას ვას­წავ­ლი.

ქარ­თველ-ებრა­ელ ქალ­თა ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ქალბატო­ნი იზოლ­და მო­ში­აშ­ვი­ლი კი დას­ძენს: „ჩვენ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სიყვა­რუ­ლი არა­სო­დეს გა­ნელ­დება. გვინ­და, რომ ამ სიყვა­რუ­ლით ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თაობებიც და­ვა­კავ­ში­როთ ერ­თმა­ნეთს.

ბატონ სუ­ლო სე­ფი­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ისი­ნი, პირ­ველ რიგ­ში, ამ სიყვა­რულ­მა ჩა­მოიყვა­ნა, თუმ­ცა საქ­მი­ა­ნი შეხვედ­რებიც ჰქონ­დათ, ქუ­თა­ი­სის „მწე­რალ­თა სახლში“ თა­ვი­ანთ კო­ლე­გებს, მწერ­ლებსა და ჟურ­ნა­ლის­ტებს შეხვდნენ. ქვეყნის ეკო­ნო­მი­კურ­მა მდგო­მა­რეობამ, მარ­თა­ლია, გუ­ლი დასწყვი­ტათ, მაგ­რამ მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლო მა­ინც ის ქვეყანაა, რო­მელ­თა­ნაც სე­რი­ო­ზუ­ლი საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თობების დამყარებას იმე­დოვ­ნებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია