დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო
2013/08/16 20:55:12

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვეტო დაადო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ 24 ივლისს მიღებულ ცვლილებებს, რომელსაც მისი ნაციონალური მოძრაობა ეწინააღმდეგებოდა და შენიშვნებით უკან დაუბრუნა საკანონმდებლო ორგანოს.
პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ 16 აგვისტოს განაცხადა, რომ შენიშვნები ეხება კანონპროექტის იმ დებულებას, რომელიც დოქტორანტებს უზღუდავს უფლებას იმავდროულად იყვნენ ასისტენტ-პროფესორები.
კიდევ ერთი შენიშვნა, კალანდაძის თქმით, უკავშირდება ასევე დოქტორანტებს, რომლებსაც არ აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევაში.
რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კანონპროექტის საბოლოო რედაქციის თანახმად, მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შედიან უნივერსიტეტში აკადემიურ ან სამეცნიერო თანამდებობებზე მყოფი პირები, ასევე დოქტორები ან ექვივალენტური აკადემიურ ხარისხის მქონე პირები.
თავდაპირველად, განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა პრემიერ-მინისტრს ეკისრებოდა, თუმცა მწვავე პროტესტის შედეგად ეს დებულება შეიცვალა.

წყარო "სივილ ჯორჯია".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია