დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეს თსუ–ში ახალი რექტორის არჩევნებია
2013/08/16 13:00:48

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს ახალი რექტორის არჩევნებია

არჩევნებში რეგისტრირებული იყო 14 კანდიდატი, თუმცა გუშინ ერთ–ერთმა კანდიდატმა, მარინა ჩიტაშვილმა, კანდიდატურის მოხსნის განცხადება დაწერა. ამდენად არჩევნებში მონაწილეობს 13 კანდიდატი:ვლადიმერ პაპავა,  გიორგი ქავთარაძე,  გიორგი ბარამიძე,  ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა,  მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე.

 საარჩევნო უბანი 13:30 საათზე გაიხსნება, კენჭისყრა კი 14:00 საათზე დაიწყება და 16.00 საათამდე გასტანს.

ახალი რექტორი აირჩევა ფარული კენჭისყრით. გამარჯვებისათვის კანდიდატს 7 ხმა სჭირდება.

 საარჩევნო კომისიის 9 წევრიდან 7 თსუ-ის თანამშრომელია, ხოლო 2 წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "ახალი თობა-დემოკრატიული არჩევნები") წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესს 9 არასამთავრობო ორგანიზაციის   წარმომადგენლები დააკვირდებიან. 

 თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო 7 ხმა, მაშინ ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. არჩეული რექტორი უფლებამოსილების შესრულებას აკადემიური საბჭოს მიერ ოქმის დამტკიცების შემდეგ შეუდგება.

 თსუ-ის რექტორის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით აკრედიტაცია  შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარეს: "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი", "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი", "ახალგაზრდა ადვოკატები", "თავისუფალ სტუდენტთა კავშირი", "თავისუფალი არჩევანი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე".

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1942
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია