დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაია მიმინოშვილი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებით უკმაყოფილოა
2013/07/31 10:54:08

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებით უკმაყოფილოა - მასწავლებლების უმრავლესობამ საჭირო ზღვარი ვერ გადალახა:

- "უკმაყოფილება" ის სიტყვა არ არის, რაც გეუფლება, როცა პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებს გადახედავთ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს სავალალო შედეგი უნდა იყოს სერიოზული სიგნალი სახელმწიფოსთვის. აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის პედაგოგები, რომლებმაც გარკვეული ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხეს, დავსაჯოთ. მთავარია, რომ ამ პრობლემას ეშველოს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და განათლების სამინისტროს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას. რეალობას შევხედოთ თვალებში, აღმოვაჩინოთ მიზეზები და სასწრაფოდ მივიღოთ ზომები. ეს საკითხი ჩვენთვის პრიორიტეტულია.

- მაინც რა უნდა გაკეთდეს ამისთვის
- რამდენიმე წელია, ვსაუბრობთ ერთ მნიშვნელოვან შედეგზე, რომელიც ყურადსაღები უნდა ყოფილიყო განათლების სამინისტროსთვის, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს მასზე ლაპარაკი აკრძალული გვქონდა. ეს არის საერთაშორისო კვლევა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა. იმ კვლევაში მასწავლებელთა მომზადების მხრივ, სავალალო შედეგი მივიღეთ, საქართველო ბოლო ადგილზე გავიდა. ამ კვლევის მიხედვით, ვალდებულება გვქონდა, რომ ნაციონალური ანგარიშიც მოგვემზადებინა. იმ საერთაშორისო კვლევაში ერთი თავი რეკომენდაციებს ეთმობოდა, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. 

- ეს პრობლემა მართლაც კომპლექსურია... 
- დიახ, აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ პედაგოგებისთვის სპეციალური ტრენინგები დავნიშნოთ. ტრენინგი ძალიან კარგია, გავარჯიშება სჭირდება პედაგოგს, რომ მარტივად გადალახოს ბარიერი, მაგრამ პედაგოგზე მანამდე უნდა ვიზრუნოთ. უპირველესად უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ გამოუშვას სათანადო კვალიფიკაციის პედაგოგი. 

- როგორ ფიქრობთ, პრობლემა რამდენ ხანში გამოსწორდება?
- ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ამ მძიმე შედეგის გამოსწორებას გარკვეული პერიოდი სჭირდება. ეს ყველაფერი მოკლე ვადაში არ იქნება, მაგრამ თუ არ დავიწყეთ ახლავე სწორი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, 10 წლის შემდეგ უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ასე რომ, ის დროა, როცა განათლების სამინისტრომ და ყველამ ჩვენ, ეფექტური ნაბიჯების გადაგმაზე ვიფიქროთ.

- იქნებ გვითხრათ ერთი ეფექტური ნაბიჯი მაინც, რომელიც ამ პრობლემას შეიძლება წაადგეს
- სადღაც ასეთი კომენტარი წავიკითხე: ახალმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩაეტარებინა და ამიტომაც მივიღეთ ასეთი შედეგიო. ეს აბსურდია, რადგანაც 9 თვის მანძილზე შეუძლებელია, მასწავლებელს ფიზიკა ან მათემატიკა დაავიწყდეს. აქ უმაღლეს განათლებაზეა ლაპარაკი ანუ მომავალი მასწავლებლის მომზადებაზე, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია და ამ მიმართულებით უამრავი ხარვეზი გვაქვს. საკითხი ეხება როგორც შინაარსობრივ ნაწილს, ასევე პედაგოგიკის ნაწილსაც და ეს ყველაფერი ნაციონალურ ანგარიშშიც არის აღწერილი. 

- ის ანგარიში ხომ იმ ადამიანებისთვის მომზადდა, ვინც ქვეყანაში განათლების პოლიტიკას წარმართავს. მაგრამ მას ყურადღება არავინ მიაქცია
- დიახ, ის კვლევა ჩვენთვის სერიოზული მადანია, რომელსაც ვიმეორებ, მაშინ ყურადღება არავინ მიაქცია..

- თუკი პედაგოგმა ვერ გადალახა სათანადო ზღვარი, .. მას არ გააჩნია სათანადო კვალიფიკაცია. გაკვეთილზე როგორ უნდა შევიდეს ასეთი მასწავლებელი? რა

ამართლება აქვს ამ ყველაფერს?
- მოდი, რეალობას თვალებში შევხედოთ. 70000-მდე პედაგოგი გვყავს და ჯერჯერობით მხოლოდ 10000-ს აქვს სერტიფიკატი მიღებული. შესაძლოა ამ რიცხვს 20000-იც მიემატოს. დანარჩენები სკოლიდან გავუშვათ და მოსწავლეები პედაგოგის გარეშე დავტოვოთ? აქ სხვა რამეზე უნდა ვიფიქროთ. მთავარია, მათ ხელი როგორ შევუწყოთ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ. ეს მხოლოდ მათი პრობლემა არ არის, ის თითოეული ჩვენგანის პრობლემაა. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის: უპირველესად მოტივაცია უნდა გაუჩნდეს ახალგაზრდას, რომ აირჩიოს ეს პროფესია; უნდა ვიფიქროთ იმაზეც, ახალგაზრდას როგორ გავუჩინოთ მოტივაცია, რომ პედაგოგიკის მიმართულებით ნიჭიერი ახალგაზრდები წავიდნენ; როდესაც მომავალი პედაგოგი უმაღლეს სასწავლებელს დაამთავრებს და სკოლაში მუშაობის დაწყებას დააპირებს, კვალიფიკაცია მაქსიმალურად აიმაღლოს. საკუთარ თავზე იმუშაოს.

- წელს ბევრმა აბიტურენტმაც ვერ გადალახა ზღვარი...
- იცით, მაგ მიმართულებით არც ისეთი ცუდი შედეგები გვაქვს. მე პედაგების სავალალო შედეგებით უფრო შეწუხებული ვარ, რადგანაც პედაგოგები არიან ადამიანები, რომლებსაც მომავალ თაობას ვაბარებთ. ის აბიტურიენტებიც მათი აღზრდილები არიან... ასე რომ, ეს პრობლემა თუ არ გამოვასწორეთ, რა რეფორმებიც უნდა ჩავატაროთ, შეუძლებელია, დადებით შედეგს მივაღწიოთ. ამიტომ განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ! 
თუმცა, ვიცი, რომ ამისთვის განათლების სამინისტროში მართლაც სერიოზული მზადყოფნაა, რაც წინა წლებში ნამდვილად არ იყო, რადგანაც სხვა მიმართულება ჰქონდათ აღებული. ოპტიმისტი ვარ და ვიცი, თუ ამ პრობლემას მოვაგვარებთ, დამერწმუნეთ, ყველაფერს ეშველება. 

ლალი ფაცია

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/83012-ratom-malavda-saakashvilis-khelisufleba-pedagogtha-momzadebis-donis-shesakheb-saerthashoriso-kvlevis-shedegebs.html#ixzz2abSSD2Jk

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია