დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო სკოლების დირექტორების სერტიფიცირების პროცესი დაიწყო
2013/07/24 12:55:47

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს ბრიფინლგი გამართა საჯარო სკოლების დირექტორების სერტიფიცირების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

„იწყება დირექტორების სერტიფიცირების პირველი ეპატი. მისი მიზანია ტესტირებისა და გასაუბრების გზით მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევა საჯარო სკოლის დირექტორების თანამდებობებზე. ამ კონკურსისათვის სამინისტრო უზრუნვეყოფს, რომ ჩაატაროს კონკურსი გამჭვირვალედ და შექმნას კონკურსანტებისთვის თანაბარი და კონკურენტული პირობები.“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

სერტიფიცირების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 25 ივლისს და დასრულდება 7 აგვისტოს. დარეგისტრირება განხორციელდება განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე ელექტრონულად, ხოლო საგამოცდო ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება, რათა ტესტირების გავლის მსურველებმა თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეძლონ ტესტირების გაავლა. ტესტირება ელექტრონული ფორმით ჩატარდება და შეფასება დასრულებისთანავე მოხდება. გამოცდები ჩატარდება 21-22 აგვისტოს.  მანამდე ყველანაირი საჭირო ინფორმაცია  გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ  ვებ-გვერდზე.

გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კონკურსანტი მაქსიმალურ ქულათა 60 პროცენტს დააგროვებს. ეს საშუალებას მიცსემს მას, რომ გადავიდეს მეორე, გასაუბრების,  ეტაპზე. თუ ორივე ეტაპს წარმატებით გადალახავს, კონკურსის მონაწილეს გადაეცემა დირექტორობის უფლების დამადასტურებელი სერტიფიკატი, რაც საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღეოს დირექტრების შესარჩევ კონკურსში.

სერტიფიცირებაში მონაწილეობა შეუძლია როგორც მოქმედ სკოლის დირექტორს, ისე დირექტრობის მსურველს, ვინც  აკმაყოფილებს სამინისტროს მოთხოვნებს.

იმ მოქმედ დირექტორებს კი, ვის სერტიფიკატს ვადა არ გასვლია, შეუძლიათ არ გაიარონ ამ მომენტისათვის ტესტირება და მხოლოდ მაშინ გავიდნენ გამოცდაზე, როცა დაუსრულდებათ სერთიფიკატის ვადა. ვინც 2012 წელს გაიარა  ტესტირებისა და სერტიფიცირების ეტაპი, მათ საშუალება მიეცემათ, პროცესი ამ მომენტისათვის გასაუბრების ეტაპიდან გააგძელონ, თუკი ამის სურვილი ექნებათ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია