დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თელავში ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო მოძრაობის ლიდერთა ფორუმი გაიმართა
2013/07/15 17:26:19

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო მოძრაობის ლიდერთა მეორე შეხვედრა გახსნა, რომელიც აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ორგანიზებით, თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში გაიმართა.

 განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ფორუმზე, რომელსაც 10 ქვეყნის 80-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, „ჰუმანური პედაგოგიკის კოდექსის“ პროექტი განიხილეს, რომელიც 2014 წელს დასამტკიცებლად მე-13 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს წარედგინება.

 შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პედაგოგიური აზროვნების ძირითადი მიმართულებანი, სწავლების სისტემის განვითარება, კლასიკური და ჰუმანური პედაგოგიკა. შალვა ამონაშვილმა ვრცლად ისაუბრა ჰუმანურ-პიროვნული მიდგომის თეორიასა და პრაქტიკაზე, ჰუმანური პედაგოგიკის პრობლემატიკაზე.

 ორმოცდაათი წლის წინ შალვა ამონაშვილმა თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა და პედაგოგიური ლაბორატორია დააარსა, რომელიც ბავშვთა განათლების ახლებურ მეთოდებზე მუშაობდა. ბოლო რამდენიმე წელია შალვა ამონაშვილი რუსეთში მოღვაწეობს, არის ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, აქვს საკუთარი საგამომცემლო სახლი მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ტიუმენში და რუსეთის ბევრ ქალაქში. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის უკრაინასა და ბალტიისპირეთში, ხელმძღვანელობს პედაგოგიკური კვლევის 250 ლაბორატორიას, სადაც სისტემატურად ეწყობა მასტერ-კლასები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია