დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი პოსტზე რჩება
2013/07/15 12:02:25

ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი პოსტზე რჩება

მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის მიერ  განათლების მინისტრის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით, არ დადასტურდა. კოპალიანის გამინისტრებასთან დაკავშირებული  შეკითხვები საბოლოოდ გუშინ, მას შემდეგ მოიხსნა, რაც  განათლების უკვე ყოფილმა მინისტრმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე საკუთარი შემცვლელის ვინაობა დაასახელა. 

საქართველოს განათლების მინისტრად გიორგი მარგველაშვილის მოადგილეს თამარ სანიკიძეს დღეს ოფიციალურად წარადგენენ.  სანიკიძეს  განათლების  მინისტრთან  საქმიანი ურთიერთობა ჯერ კიდევ  მარგველაშვილის „ჯიპა“-ში მუშაობისას ჰქონდა. თამარ სანიკიძე ახალ პოსტზე მუშაობას, სავარაუდოდ, ერთ კვირაში  შეუდგება, სწორედ ამ ვადებში დატოვებს თანამდებობას გიორგი მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის  მერის, დიმიტრი კოპალიანის მიერ  განათლების მინისტრის პოსტის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია  მისი ქალაქის მერად არჩევიდან მალევე გავრცელდა. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები აქტიურად წერდნენ  ქალაქის მერის გამინისტრების თაობაზე, რაც,  როგორც გაირკვა, არ დადასტურდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია