დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პედაგოგების საქმეების შესწავლა გრძელდება
2013/07/04 22:06:08

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მორიგი სამუშაოს შეხვედრა გამართა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, კომისიის სახელზე 2013 წლის 14 იანვრამდე 830 განცხადება შემოვიდა. კომისიამ სრულად განიხილა აღნიშნული რაოდენობა და ყველა მათგანზე მიიღო შუალედური გადაწყვეტილება: 565 განცხადებას ხარვეზი დაუდგინდა, 203 განცხადება განათლების სამინისტროს შესამაბის დეპარტამენტს განსახილველად გადაეცა, ვინაიდან კომისიის კომპეტენციაში არ შედიოდა.

565 განცხადებიდან კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო 85 განცხადების განუხილველად დატოვებაზე, ვინაიდან მომართვის ავტორებმა არ გამოასწორეს დადგენილი ხარვეზი განსაზღვრულ ვადაში. 212 განმცხადებელს ხარვეზი გამოსწორებული აქვს და განცხადებები კომისიის წარმოებაშია. ამ ეტაპზე  მტკიცებულებების შესწავლა მიმდინარეობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც განათლების სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს იმ პირთა დავებს სწავლობს, რომელთაც სამინისტროს განცხადებით მიმართეს. კომისიის მიერ გაკეთებული დასკვნა თავისი შინაარსით სამინისტროსათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა ვინაიდან, კომისია გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია