დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საზაფხულო მედია-სკოლა იმერეთში
2013/07/03 16:22:24

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით, იმერეთის კურორტ საირმეში მოეწყო საზაფხულო მედია-სკოლა, რომლის მონაწილეებიც იყვნენ  პროგრამის სამიზნე სკოლის მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები იმერეთიდან,  სულ 15 მოსწავლე (იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი იყო წარმოდგენილი). მოსწავლეების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სკოლის საკლუბო ცხოვრებაში  მათი აქტიურობა და წერის უნარ-ჩვევები გახლდათ.

საზაფხულო მედია-სკოლა  3 დღე გაგრძელდა. ყოველი დღის რეჟიმი წინასწარ იყო გაწერილი.  საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ჩაუტრდათ ტრენინგები პრაქტიკულ ჟურნალისტიკისა და მედიის შესახებ.   

სესიებს უძღვებოდნენ მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე და პრაქტიკოსი ჟურნალისტები, ტელერადიოკომპანია „ნოსტალგიის“ პროდიუსერი დავით კეთილაძე, გაზეთ „P.S.“-ის მთავარი რედაქტორი ნატო გუბელაძე, ტელეკომპანია „მეგა TV“-ს დირექტორი ნანა თოშხუა.

მედია-სკოლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე იმერეთის მედიასაშუალებებთან (რადიო „თეთრი რადიო“, ტელეკომპანია „მეგა TV“, გაზეთი „P.S.“) გაფორმდა  მემორანდუმები, რომლის ფარგლებშიც მათ აიღეს ვალდებულება  სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში თანამშრომლობისა და მედია-მხარდაჭერის შესახებ. ეს მედიასაშუალებები მომავალში ითანამშრომლებენ მედია-სკოლის კურდამთავრებულ მოსწავლეებთან, ერთობლივად მოამზადებენ სიუჟეტებსა და სტატიებს.

მედია-სკოლის მონაწილეებისათვის  გამოცხადდა კონკურსი – სამოქალაქო განათლების საკითხებზე მოსწავლეების მიერ დაწერილი საუკეთესო ესსე. გამოვლინდა 3 საუკეთესო ესეს ავტორი, ბარბარე ნიშნიანიძე, ნათია ბიჭიაშვილი და შოთა პაპავა.   

სამოქალაქო განათლების საკითხებზე შექმნილი ესსეები დაიბეჭდება მედია-სკოლის საინფორმაციო ბიულეტინში („თათის“ სპეცნომერი). ღონისძიების დასასრულს  მედიასკოლის მონაწილეებმა შეიმუშავეს  მომდევნო წლის საერთო ღონისძიებათა კალენდარი, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დღეების ქსელურად დაგეგმვას მთელი იმერეთის მასშტაბით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2149
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია