დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
2013/06/27 12:22:18

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესს დღეს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკვირდებოდა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა  და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდები ორ სესიად იმართება. პირველი სესიისათვის რეგისტრაცია  08:00 საათზე,  გამოცდა კი, 09:00 საათზე იწყება. მეორე სესიისთვის რეგისტრაცია 14:00 საათზეა, გამოცდა 15:00 საათზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 146 საგამოცდო სექტორია. პირველ სესიაში 2181 აბიტურიენტი მონაწილეობს.

საგამოცდო ტესტები პოლიციის სამმართველოებიდან  საგამოცდო ცენტრებამდე  06:30 საათზე მიიტანეს. საქართველოს 12 ქალაქში გახსილ 18 საგამოცდო ცენტრში პირველ სესიაზე 10 ათასზე მეტი აბიტურიენტი გაივლის ტესტირებას. საგამოცდო პროცესში ჩართულია 1800-ზე მეტი მეთვალყურე და კურატორი. დაახლოებით ამდენივე აბიტურიენტია მეორე სესიაზე.

ყველა საგამოცდო ცენტრში გახსნილია სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით,  ნებისმეირი სახის ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად კი,  ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე  იმორიგევებს სასწრაფო დახამრების მანქანა, სამაშველო სამსახური. წესრიგს კი საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს.

2013 წლის გამოცდებისთვის  სულ 42 000-მდე აბიტურიენტი, 8 000-ზე მეტი გრანტის გაუმჯობესების მსურველი და 9 500-ზე მეტი მაგისტრანტი დარეგისტრირდა.

აბიტურიენტთა უმეტესობამ –– 30 000 – მდე ახალგაზრდამ, უცხო ენად ინგლისური აირჩია. რაც შეეხება არჩევით საგნებს, ყველაზე მეტი - 14 500-მდე აბიტურიენტი მეოთხე საგნად ისტორიას აბარებს. წელს, უპრეცედენტოდ დიდ რაოდენობას  - 11 000-ზე მეტ აპლიკანტს სურს  გეოგრაფიის ჩაბარება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1852
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია