საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს ახალი პროექტები წარუდგინა
2013/06/24 19:22:25

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის ფარგლებში, ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრა გამართა. მინისტრმა მასმედიის წარმომადგენლებს განხორციელებულ ახალ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მის მიმართ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხა.

სამინისტროს მიერ ბოლო რამდენიმე თვეში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტებია:

  • 2013 წლიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების 60-205 ლარით გაზრდის შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლის დირექციას, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პერსონალს მოემატება ხელფასი.
  • პედაგოგთა ანაზღაურებადი  შვებულება არანაკლებ ორი თვის (40 სამუშაო დღე) ვადით განისაზღვრა (ნაცვლად ერთი თვისა) და პედაგოგები შესაბამის ანაზღაურებას შვებულებაში გასვლის წინ მიიღებენ.
  • გრძელდება სახელმძღვანელოების ბეჭდვა და უკვე დაიწყო სახელმძღვანელოების საჯარო სკოლებისათვის ეტაპობრივად გადაცემის პროცესი. წელს პირველად,  საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე სახელმწიფოსაგან უფასოდ მიიღებს  სახელმძღვანელოებს;
  • გაიზარდა პროფესიული განათლების განვითარებისა და ხემისაწვდომობის გაზრდისთვის გამოყოფილი დაფინანსება, იქმნება პროფესიულ სტუდენტთა სწავლის დაფინანსების ახალი მოდელი, დაფუძნდება ახალი პროფესიული სასწავლებლები და სხვ.
  • ათასწლეულის (mcc) ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისათვის 140 მილიონი დოლარი გამოიყო. თანხა მოხმარდება როგორც ზოგად, ისე პროფესიულ და უმაღლეს განათლებას, აშენება რამდენიმე სკოლა და დამატებით 150 სკოლა გარემონტდება;
  • იწყება სკოლების რეაბილიტაცია, სამინისტროს დაფინანსებით 600-მდე საჯარო სკოლა გაივლის რეაბილიტაციას, მოხდება 42 საჯარო სკოლის გაზიფიკაცია, სკოლები აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით;
  • წელს ყველა პირველკლასელი მიიღებს კომპიუტერს.

ეს არის მოკლე ჩამონათვალი ბოლო სამ თვეში განხორციელებული და დგეგმილი სიახლეებისა. მოკლე ანგარიში შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და  გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტთა ყველა შეკითხვას უპასუხა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1305
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია