დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წარმატებული წელი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამისათვის
2013/06/24 13:50:53

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის აკადემიური წლის შემეჯამებელი ღონისძება იმერეთში

ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის აკადემიური წლის  შემაჯამებელი ღონისძიება სასტუმრო „რჩეულში“ გამართა. ღონისძიებაში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების და საინიციატივო ჯგუფის წევრები, დირექტორები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები მონაწილეობდნენ.

სტუმრებმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების  ამსახველი ფოტო  და ბეჭდური მასალები, ბუკლეტები, ფლაერები, საინფორმაციო  ბიულეტენები დაათვალიერეს.

ღონისძებაზე სტუმრებს მიესალმნენ  ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ნამიჭეიშვილი, ქუთაისის საკრებულოს წევრი მერაბ მეშველიანი, PH International-ის წარმომადგენელი თეა მშვენიერაძე, სახალხო დამცველის იმერეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი მადონა ბასილაძე.   ღონისძიებაზე  სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმოადგინეს   პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საკლუბო ღონისძებები,  მიღებული გადაწყვეტილებების პრეზენტაციები, რომელის მიღებაც შესაძლებელი გახდა  ადგილობრივი თვითმმრთველობის ორგანოებთან და სკოლის ადმინისტრაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე  წარმოადგინეს  მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროქტების პრეზენტაციები საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების  წარმომადგენლებმა.   გაკეთდა  ერთ-ერთი წარმატებული ბლოგის პრეზენტაცია. 

ნაჩვენები იქნა პროგრამის ფარგლებში გადაღებული ვიდეო რგოლი, „მალალაი ჯოია“ და ასევე ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე გადაღებული მინი კლიპები.

ღონისძიებაზე  დაჯილდოვდნენ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტექნიკის კონკურსში გამარჯვებულები. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2095
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია