დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერის საჩუქარი აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს
2013/06/22 19:17:58

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახელით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს საჩუქრად პოეტის ხელჯოხი გადასცა.

ცნობისათვის, აღნიშნული ხელჯოხი პოეტმა რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას თავად უსახსოვრა არტემ შიშინაშვილის ოჯახს. ხელჯოხი 100 წლის განმავლობაში, სწორედ შიშინაშვილების ოჯახში ინახებოდა. მიმდინარე წელს კი, მამუკა შიშინაშვილმა წერეთლისგან მიღებული ოჯახურ რელიქვიად ქცეული ნივთი, პატივისცემის ნიშნად, ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად გადასცა.

პრემიერ-მინისტრმა კი, თავის მხრივ, ძვირფასი სახსოვარი, როგორც მნიშვნელოვანი ექსპონანტი სიბმოლურად აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს უსახსოვრა.

სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია