საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქის ინიციატივას ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა გამოეხმაურა
2013/06/22 19:11:27

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის   მოწოდებას: „შაბათი წიგნის დღედ იქცეს“  ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის  სამეცნიერო ბიბლიოთეკა შეუერთდა და დღეს ბიბლიოთეკაში თანამშრომლებმა და მკითხველებმა ოთარ ჭილაძი შემოქმედება საჯაროდ წაიკითხეს. ბიბლიოთეკის დირექტორის ნარგიზი ჩოგივაძის განცხადებით, წიგნის ხმამაღალი კითხვა ყველა შაბათს მოეწყობა. საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სხვადასხვა ასაკის მკითხველი ერთი შერჩეული მწერლის შემოქმედებას ხმამაღლა წაიკითხავენ.  პატრიარქის ინიციატივას ქუთაისელი მკითხველი მოწონებით შეხვდა. მათ იმედი აქვთ, რომ მსგავსი შეხვედრები ყოველი კვირის შაბათს გაიმართება. ქუთაისის მსგავსად, წიგნის ხმამაღალი კითხვა დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1466
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია