დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში უვადო თავისუფლების აღკვეთა 85 მამაკაცსა და 4 ქალ პატიმარს აქვს მისჯილი
2013/06/21 22:50:18

 „უვადო თავისუფლებისაღკვეთის, როგორც სასჯელის გამოყენება და აღსრულება საქართველოში“ ამ სახელწოდებით მორიგი დისკუსია გაიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის პროექტის ფარგლებში. პროექტის პრეზენტაცია აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა შორენა კოსტავამ გამართა.

პროექტის მიზანს დღევანდელ  რეალობაში უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა უფლებების საზოგადოებისათვის გაცნობა წარმოადგენდა. დღევანდელ საქართველოში უვადო თავისუფლების აღკვეთა 89 ადამიანს აქვს მისჯილი. ამათგან 4 ქალია. უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები წელიწადში ორი გრძელვადიანი პაემნით სარგებლობენ. „უვადო თავისუფლების აღკვეთილი პირების ცხოვრების პირობები, მაქსიმალურად უნდა იყოს გათანაბრებული ჩვეულებრივი ცხოვრების პირობებთან და მათ მიმართ გამოყენებული უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა. შესაძლებელია, შესაბამისი პირობების შესაქმნელად მათთვის ცალკე დაწესებულება გამოიყოს, ამას გულისხმობს ევროპული რეკომენდაციები,“-აღნიშნა სახალხო დამცველის აპარატის ქუთაისის წარმომადგენლობის მართლმსაჯულების დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი ლაბაძემ.

ესპანეთი, პორტუგალია, ნორვეგია და სლოვენია ის ოთხი ქვეყანაა, რომლებმაც, ევროპის ფარგლებში, უვადო თავისუფლების აღკვეთაზე, როგორც სასჯელის უმაღლეს ზომაზე, უარი თქვეს.

შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და სამოქალაქო ინტერესების ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა მანაგაძის განცხადებით,  უვადო თავისუფლების აღკვეთამისჯილი პირების საკითხთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ამ საკითხზე აქტიური მსჯელობა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია