დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზესტაფონის რაიონში ახალი სკოლა აშენდება
2013/06/19 19:02:13

 

ზესტაფონის რაიონის სოფელ სადგურ სვირში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. დღეს სვირში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ჩავიდნენ და ის ადგილი დაათვალიერეს, სადაც სკოლა აშენდება. მინისტრი პედაგოგებსა და სოფლის მოსახლეობასაც შეხვდა.

სოფელ სადგურ სვირის 100-მდე მოსწავლე რამდენიმე ათეული წელია ძველ შენობაში არასტანდარტულ, სწავლისათვის შეუფერებელ გარემოში სწავლობს. სასწავლო პროცესი  სოფლის განაპირას მდებარე რკინიგზის ქვესადგურის დამხმარე ნაგებობებში მიმდინარეობს, სადაც არ არის ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. ნაგებობიდან 25 მეტრის დაშორებით მუშაობს მაღალი ძაბვის ქვესადგური, ხოლო შენობის თავზე  მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელთაც  ძლიერი ელექტრო-მაგნიტური გამოსხივება აქვთ.

ახალი სკოლის შენობა ძველ სკოლაზე გაცილებით უკეთეს და ხელსაყრელ ადგილზე აშენდება, ორსართულიანი თანამედროვე სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. ამჟამად სკოლაში 74 მოსწავლეა. სკოლის ახალი სასწავლო შენობის პროექტი 120 მოსაწავლეზეა გათვლილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია