დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სკოლა – ხის კოტეჯის ნაცვლად
2013/06/17 17:24:08

დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  გიორგი მარგველაშვილმა  მარნეულის რაიონის სოფელ ახალი დიოკნისის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა და ადგილობრივებს ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით სამინისტროს გადაწყვეტილება გააცნო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ახალ დიოკნისში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და ახალი სასწავლო წლიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე, კომფორტულ შენობაში ისწავლიან.  ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ახალი დიოკნისი 90-იან წლებში მთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული მოსახლეობით არის დასახლებული. სოფელში სკოლა არ არსებობდა და 70-მდე მოსწავლე ორი ათეული წელი კერძო სახლში განთავსებულ, სახელდახელოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობდა. გასულ წელს სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმართველობის ერთობლივი დაფინანსებით, სოფელში ხის კოტეჟი აიგო, სადაც 2013 წლის თებერვლიდან სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია