დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების სამინისტრომ, შესაძლოა, სასწავლო გრანტთან დაკავშირებული პირობები შეცვალოს
2013/06/17 00:17:33

სტუდენტთა თხოვნით, საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგამ და დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციამ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გადაეხედათ სასწავლო გრანტთან დაკავშირებული პირობები. საქმე ეხება, 2011-2012 სასწავლო წლებში განათლების სამინისტროს მიერ მიღებულ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად სტუდენტებს მხოლოდ 100%-იანი სასწავლო გრანტით სარგებლობის უფლება მიანიჭეს. სტუდენტებს  არ მიეცათ საშუალება ესარგებლათ სხვა საგრანტო პროცენტული მაჩვენებლით შემდეგ დარგებსა და სპეციალობებზე:

1) იურიდიული (სამართალი; საერთაშორისო სამართალი)

2) ბიზნესის ადმინისტრირება (გარდა ტურიზმისა);

3) სამედიცინო; ჯანდაცვა;

4) მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა;

5) საერთაშორისო ურთიერთობები;

6) საჯარო მმართველობა;

 როგორც საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა აცხადებს, საგრანტო თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის დეპარტამენტი და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთად მუშაობდნენ და მიღებულ გადაწყვეტილებას 21 ივნისისათვის გაასაჯაროებენ.  

 

 

 

 

ნ.ბ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1961
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია