დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გიორგი ღავთაძე: „ჩვენ არა გვყავს ცხვრებივით მორჩილი აკადემიური საბჭო“
2013/06/14 18:01:35

ინტერნეტპორტალ www.psnews.ge-სთან არსებულ Press-კლუბში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრთან. ომარ ნიშნიანიძესა და ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი ღავთაძესთან. შეხვედრის თემა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები გახლდათ, რომელმაც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასვაობა გამოიწვია.

განსაკუთრებით საკამათო გახდა კანონპორექტის ის ნორმა, რომლის თანახმადაც, რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, განათლების მინისტრის წარდგინების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და ასევე, ცვლილება, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის რექტორობის უფლება მხოლოდ აკადემიური ხარისხის მქონე პირს აქვს. 

მართალია, საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებელს დანიშვნის წესი დროებითია და არსებული მდგომარეობის განსამუხტად არის შემოღებული, მაგრამ უმცირესობის აზრით, ასეთი მიდგომა განათლებას პოლიტიზირებულს გახდის.

ომარ ნიშნიანიძე, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი: "უსაფუძვლოა ლაპარაკი, თითქოს ჩვენ ვცდილობთ, პოლიტიზირებული გადაწყვეტილებებით "ნაციონალური მოძრაობა" ჩავანაცვლოთ. არ მიდის "ქართული ოცნება" ამ გზით. უბრალოდ, ჩვენ გვინდა უმაღლეს სასწავლებლებს დავუბრუნოთ ავტონომია, რომლის ნასახიც კი არ დატოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ." მათ შემოიღეს რეგენთა საბჭო, სადაც მინისტრის მოადგილეები შეიყვანეს, ეს იმისათვის, რომ სახელმწიფოს კონტროლი არ გაქცეოდა. უნივერსიტეტების სახელმწიფო სამართლის იურიდიულ პირად გადაყვანა, ნიშნავს მეტი ავტონომიის მიცემას უნივერსიტეტებისათვის. ჩვენ კანონში შეტანილი ცვლილებებით ვცდილობთ, უნივერსიტეტბზე მოვხსნათ სახელმწიფო კონტროლი."

ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორისათვის კი მისაღებია ის ნორმა, როდესაც უნივერსიტეტის რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს.

გიორგი ღავთაძე; „უნივერსიტეტში გვაქვს აკადემიური საბჭო, სადაც ბევრი არის „ქართუილ ოცნების" აქტიური მხარდამჭერი. რაც იმაზე მეტყველებს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭო არის მზად, მიიღოს არაერთგვაროვანი გადაწყვეტილება. ჩვენ არა გვყავს ცხვრებივით მორჩილი აკადემიური საბჭო, ამიტომ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემთვის ყოველთვის პატივსაცემია."

შეგახსენებთ, რომ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონპროექტში შესატანი ცვლილებების ავტორი საქართველოს მთავრობაა. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია