საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანი და კულტურა”- დებატები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში`
2013/06/14 20:20:53

14 ივნისს დემოკრატიულობის ჩართულობის ცენტრში, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით, გაიმართა დებატები თემაზე: „როგორ იქმნებოდა კულტურა და რას განსაზღვრავდა ის.“

შეხვედრაზე მოხსენებებით გამოვიდნენ: ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტების მენეჯერი ნუცა ნადირაძე და ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის მმართველი გიორგი სიხარულიძე. მათი საუბრის თემა იყო: „ადამიანი და კულტურა.“ მათ განიხილეს ადამიანთა განსხვავებული კატეგორიები- გენიოსები, სხვადასხვა შეხედულებებისა თუ სტატუსის მქონე პიროვნებები, ასევე მათი დამოკიდებულება ტრადიციასთან, როგორც კულტურის ერთ-ერთ გამოვლინებასთან.

დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღო დამსწრე აუდიტორიამ. დებატებს ხელმძღვანელობდა პროექტის მედიატორი, ქეთი ბერძენიშვილი.

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1493
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია