დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელისო ჩაფიძე: „ჩვენ კანონს არ ვიღებთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პერიოდისთვის“
2013/06/14 09:58:07

კანონპროექტმა „უმაღლესი განათლების შესახებ" საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია, ჩვენს კითხვებს პასუხობს საქართველოს პარლამენტის განათელბის, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ელისო ჩაფიძე. 

კანონპროექტმა განათლების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში. თქვენ როგორ შეაფასაბდით ამ პროცესს? 

- გარკვეული შენიშვნები კანონმდებლობასთან დაკავშირებით აქვს უმრავლესობასაც, ბევრი მოსაზრება გამოითქვა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით და გამოითქმება პარასკევსაც, როდესაც მოხდება მუხლობრივი განხილვა. მუხლობრივი განხილვის დროს შეიცვალა გარკვეული ნორმები, რომლებიც პარლამენტარებს არ მოსწონდათ და თვლიდნენ, რომ ისინი მოითხოვდნენ უფრო მეტად დახვეწას. განათლების შესახებ კანონის გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ჩემი აზრით, არის საკმაოდ დიდი უზნეობა და სჯობს, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორი ტიპის საუნივერსიტეტო განათლება გვინდა. თავად უმრავლესობაში არის იმ დონის კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი და პრინციპულობა, რომ, თუკი რაიმე ნორმაა, რომელიც ხელს შეუშლის განათლების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას, იყოს გაპროტესტებული.

არის თუ არა აუცილებელი აკადემოური ხარისი რექტორობისათვის?

- აკადემიური ხარისხი სჭირდება ადამიანს, რომელიც იქნება რექტორი და დეკანი, თუმცა, ჩვენ უნდა დავტოვოთ საშუალება იმისა, რომ ძალიან კარგ მენეჯერს, რომელსაც არა აქვს აკადემიური ხარისხი, ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გახდეს რექტორი, ანუ ჩვენ დღეს შემოვიტანეთ ეს განსაზღვრება სახელოვნებო სასწავლებლებთან დაკავშირებით, ანუ ეს შესწორება შევიდა კანონში.

თქვენ იყავით ერთ-ერთი მათგანი თქვენი გუნდიდან, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ინიციატივას, რომლის თანახმადაც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს, რატომ? 

- ჩვენ კანონს არ ვიღებთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პერიოდისთვის. მე ვიცი, რომ ის დემოკრატია. ჩვენ კანონს ვიღებთ ზოგადად. ამიტომ ვითვალისწინებთ იმ საშიშროებას, თუ ვის ჩაუვარდება ეს კანონი მომავალში ხელში.

რამდენად სწორად მიგაჩნიათ, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება თავისებურად ცვლის კანონს განათლების შესახებ და უნდა იყოს თუ არა კანონით გათვალისწინებული ის ნორმა, რომლის თანახმადაც მხოლოდ აკადემიური ხარისხის მქონე ადამიანს აქვს რექტორობის უფლება?

- კანონში ცვლილებების შეტანა საჭირო იყო თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან უსამართლოდ ხდებოდა, თუნდაც, თანამდებობრივი სარგოების გადანაწილება და ძალიან ბევრი მახინჯი პროცესი მიმდინარეობს უნივერსიტეტში. მე დავიწყებდი ძირეული რეფორმიდან, ანუ რექტორის არჩევის წესის ცვლილებიდან, რომ რექტორები აირჩიონ, არა მხოლოდ აკადემიურმა საბჭოებმა, არამედ ყველა იმ პერსონალმა. რომელიც მონაწილეობს უნივერსიტეტის თვითმმართველობაში. ესენი იქნებიან პროფესორ-მასწავლებლები, ასისტენტ-პროფესორები თუ თავად სტუდენტები. ვფიქრობ, რომ თავად არჩევის წესის შეცვლა გაცილებით მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს მართლაც გარდამავალი დებულებაა მანამ, სანამ ჩვენ გვექნება განათლების რეფორმირების გლობალური პროექტი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1679
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია