დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პედაგოგების ანაზღაურებადი შვებულება 40 დღემდე იზრდება
2013/06/13 15:14:06

დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმი გიორგი მარგველაშვილი და პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე თბილისის საჯარო სკოლების 80-მდე დირექტორს შეხვდნენ და საჯარო სკოლების პედაგოგთა ანაზღაურებად შვებულებასთან დაკავშირებული სიახლე გააცნეს.

მინისტრის გადაწყვეტილებით, ცვლილება შედის „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების შესახებ“ ბრძანებაში, რითაც  პედაგოგთა ანაზღაურებადი  შვებულება არანაკლებ ორი თვის (40 სამუშაო დღე) ვადით განისაზღვრა და პედაგოგები შესაბამის ანაზღაურებას შვებულებაში გასვლის წინ მიიღებენ.

ცალკეულ შემთხვევებში (მაგალითად, ექსტერნის გამოცდები, საშემოდგომო გამოცდები და ა.შ.) განსხვავებული საშვებულებო ვადა მხოლოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით დადგინდება. მიმდინარე წლიდან, მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ ანაზღაურებადი შვებულებით ივლისის დასაწყისიდან ისარგებლონ და სკოლაში არაუგვიანეს ორი სექტემბრისთვის გამოცხადდნენ.

აქამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, მასწავლებლებს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 24 სამუშაო დღის ვადით ეძლეოდათ. შესაბამის ბრძანებაში შესული ცვლილების საფუძველზე კი, პედაგოგებს შესაძლებლობა აქვთ ზაფხულის პერიოდში ორთვიანი შვებულებით ისარგებლონ და სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი ანაზღაურება შვებულებაში გასვლის წინ მიიღონ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1838
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია