დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობა ფაქტობრივად ითხოვს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიების გაუქმებას?.
2013/06/12 17:24:54

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. მათ ამ საკითხტან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია,რომ  პრემიერ-მინიტრი ითხოვს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რითაც ფაქტობრივად სრულიად უქმდება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია.
"ცვლილებების პაკეტით, დოქტორანტებს ერთმევათ შესაძლებლობა დაიკავონ ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა. შედეგად, ასეულობით კვალიფიცირებული ახალგაზრდა მეცნიერსა და მკვლევარს მოუწევს პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვნად შეზღუდვა. შეწყდება მრავალი აკადემიური პროგრამა, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საგანმანათლებლო პროცესს. 
აშკარაა, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა ნაკარნახევია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სურვილით, დაამყაროს პოლიტიკური კონტროლი აკადემიურ სფეროზე", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.
გარდა ამისა, პარტიაში მიიჩნევენ, რომ შემოთავაზებული პაკეტით "ქართული ოცნება" აკანონებს საკუთარი ლიდერების მიერ არაერთხელ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ხაზს, რომლის თანახმადაც 2004 წლიდან არჩეული არც ერთი აკადემიური საბჭო თუ პროფესორი არ არის ლეგიტიმური. 
"აშკარაა, რომ "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივები და პოლიტიკა ქმნის კლიმატს, რომელიც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემას აბრუნებს შევარდნაძის და როინ მეტრეველის ეპოქაში. აღსანიშნავია რომ 2004 წლიდან გატარებული კომპლექსური, მაგრამ არასაკმარისი რეფორმების შედეგად დაიძლია სისტემისთვის დამახასიათებელი ღრმად ფესვგადგმული პრობლემები, როგორებიც იყო კორუფცია და მექრთამეობა (მსოფლიო ბანკის 2001 წლის კვლევის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლების მისაღებ გამოცდებზე ქრთამის წლიური ბრუნვა შეადგენდა 40 მილიონ აშშ დოლარს), რეპეტიტორობა, დიპლომებით ვაჭერობა, პლაგიატიზმი და ზოგადად უხარისხო, არაკონკურენტუნარიანი განათლება. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა მსოფლიო რეიტინგებში დაახლოებით 2,000 ადგილით გაიუმჯობესეს მდგომარეობა", - აცხადებენ პარტიაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია