დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კანონში შესატანი ცვლილებებით უნივერსიტეტის რექტორს პრემიერი დანიშნავს
2013/06/11 14:31:01

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განსახილველად კანონპროექტი შევიდა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტების რექტორებს განათლების სამინისტროს წარდგინებით პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. ამავე კანონპროექტის თანახმად, რექტორობის კანდიდატად შეიძლება განისაზღვროს პირი, რომელიც ფლობს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს.

კანონპროექტი,ასევე, მიზნად ისახავს ასისტენტის თანამდებობის შემოღებას, რექტორისა და დეკანის მიმართ სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაწესებას, რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის და ძირითადი საგანამნათლებლო ერთეულის დეკანისა და ძირითადი  საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრას, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ უნივერსიტეტის სამეურნეო საქმიანობის წარმართვას წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

“უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ნ.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1932
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია