დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიმართვა პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს
2013/05/30 00:04:54

 

29მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებმა ღია წერილით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებს, რომ არ დაძლიონ სამოქალაქო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებული ვეტო.

გთავაზობთ ამ წერილს სრულად.

 

საქართველოს პარლამენტის წევრებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს

ბ-ნ დავით უსუფაშვილს

 

ბატონებო,

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ კვირაში, პარლამენტის სხდომაზე, დადგება სამოქალაქო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი. თქვენთვის ცნობილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების, წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების მომართვები, რომლებშიც ხაზგასმულია ჩვენი პოზიცია, რომ სამოქალაქო კოდექსის ამ ცვლილების ძალაში შესვლა ზიანს მიაყენებს სახელმწიფო უნივერსიტეტების ავტონომიას და განვითარებას.

ამჯერად სხვა საკითხზე გვინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება: თუკი ეს ცვლილება დაკანონდება და ამას მოჰყვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაკეთება, ჩვენი შრომითი პირობები გაუარესდება: ილიას უნივერსიტეტში 100-ზე მეტ პროფესორს აქვს უვადო და უვადოზე ორიენტირებული კონტრაქტი. საქართველოს კანონმდებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ არ იცნობს ამგვარი კონტრაქტების შესაძლებლობას. შედეგად, ამ ცვლილების განხორციელებით, ჩვენ დავკარგავთ პირადი კარიერის იმ პერსპექტივას, რომელიც ჩვენ თვითონ შევქმენით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის განმავლობაში - ჩვენი კონტრაქტები შეიცვლება ჩვეულებრივი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესაბამისი ვადიანი კონტრაქტებით. ასეც რომ არ მოხდეს, უვადოზე ორიენტირებული კონტრაქტის მქონე პროფესორები უვადო პოზიციების დაკავების შესაძლებლობას დაკარგავენ.

ეს ყველაფერი არა მარტო უნივერსიტეტის განვითარებას შეაფერხებს, არამედ დააზიანებს ყოველი ჩვენგანის სამუშაო გარემოს, კვლევით დამოუკიდებლობას, კვლევითი საქმიანობის მდგრადობასა და  კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

მოგმართავთ თხოვნით, არ დაძლიოთ ვეტო და არ დააკანონოთ ჩვენი შრომითი პირობების გაუარესების შესაძლებლობა.

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები:

 

 

 

 

აბდალაძე ოთარ

 

ადამია მარინე

 

ამირანაშვილი ირაკლი

 

აფრასიძე დავით

 

ახალკაცი მაია

 

ბარბაქაძე თამარ

 

ბარბაქაძე ცირა

 

ბასილაია გიორგი 

 

ბასიშვილი თამარი

 

ბატიაშვილი მიხელ

 

ბაცაცაშვილი ქეთევანი

 

ბახტაძე გიორგი

 

ბეზარაშვილი ქეთევან

 

ბერეკაშვილი თამარ

 

ბრეგვაძე თამარი

 

ბუხრაშვილი პაატა

 

გავაშელიშვილი ალექსანდრე

 

გვილია ირმა

 

გეწაძე გია

 

გოგიბერიძე ნინი

 

გოდოლაძე თეა

 

გურიელიძე ზურაბ

 

დათუკიშვილი ნელი

 

დარჩია ნატო

 

დიდებულიძე გოდერძი 

 

დობორჯგინიძე ნინო

 

ელაშვილი მიხეილ

 

ელაშვილი მიხეილ

 

ვერულავა თენგიზი

 

ზაზანაშვილი ნუგზარი

 

თავხელიძე ავთანდილ 

 

თარხნიშვილი დავით

თევზაძე გიგი

 

თოდუა მაია 

 

თუთბერიძე მიხეილ

 

თუმანიშვილი გიორგი

 

თუშაბრამიშვილი ნიკოლოზ 

 

კაპანაძე მარინა

 

კიკვიძე ზაალ

 

კიკილაშვილი ვლადიმერ

 

კირვალიძე ანა

 

კიღურაძე თინათინი

 

კოპალიანი ნათია

 

კორძაია-სამადაშვილი ანა

 

კოჭლამაზაშვილი თამაზ

 

კუპატაძე ქეთევან

 

კუხიანიძე ვასილ

 

ლადარია ნოდარ

 

ლაშხია მაკა

 

ლეფსვერიძე ეკა

 

ლობჟანიძე სოფიკო

 

ლორთქიფანიძე თამარი

 

ლორთქიფანიძე ირინა

 

მაისურაძე ლია

 

მალაზონია დავით

 

მარსაგიშვილი რეზო

 

მატარაძე ნინო

 

მაღლაკელიძე შორენა

 

მაყაშვილი მალხაზი

 

მეტრეველი ნუნუ 

 

მიდოდაშვილი პავლე

 

მირცხულავა რუსუდან

 

მიქელაძე დავითი

 

მურუსიძე ვანო

 

ნაცვლიშვილი ნინო

 

ნოდია გიორგი

 

ონიანი ნიკოლოზ

 

ჟვანია მზია (ია)

 

ჟურავლიოვა ელენე

 

რამიშვილი ალექსანდრე 

 

რამიშვილი ლევან

 

რაქვიაშვილი გიორგი

 

როდონაია ნინო

 

სანიკიძე გიორგი

 

სიხარულიძე შალვა

 

სოლომონია რევაზ

 

სუხიშვილი თამარი

 

ტალიაშვილი თამარ

 

ტატიშვილი ელენე

 

ქობელაშვილი დარეჯან

 

ყიფიანი გურამ 

 

შავერდაშვილი ეკატერინე

 

შანშიაშვილი ლალი

 

ჩხიკვიშვილიმარინე

 

ცაგარელი ლევანი

 

ცისკარიშვილი სალომე

 

ცოფურაშვილი თამარი

 

ჭინჭარაული თინათინი

 

ჭიჭინაძე ნინო

 

ხომერიკი ლელა

 

ჯავახიშვილი ზურაბ

 

ჯავახიშვილი გიორგი

 

ჯანელიძე    ზურაბ 

 

ჯაფარიძე დიმიტრი

 

ჯაფარიძე მარინე

 

ჯაფარიძე გიორგი 

 

ჯაფოშვილი ბელა

 

ჯოხაძე გრიგოლ

 
   

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2036
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია