დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა
2013/05/28 13:10:38

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს. დღეს შტაბის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილეს, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური. შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურიდან გვაცნობეს, საორგანიზაციო შტაბის  წევრები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების; შინაგან საქმეთა; ფინანასთა; სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროების; პრეზიდენტის ადმინისტრაციის; თბილისის მერიისა და თელასის წარმომადგენლები.

პროცესში ჩართულმა შტაბის თითოეულმა წევრმა, დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ განახორციელა და რასაც მომავალში გეგმავს.

ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს, გამოცდების პერიოდშიც გაიმართება, სადაც შეჯამდება და შეფასდება გამოცდების მიმდინარეობა და შედეგები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1812
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია