დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ისინი თუ არა, ჩვენ მაინც გავუშვებთ მერიას უნივერსიტეტის შენობიდან”
2013/05/13 14:10:32

პრეზიდენტი პრემიერს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მერიის და სხვადასხვა შპს-ს განთავსებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.

ქვეყნის პირველმა პირმა განცხადება თანდართულ ვიდეოსთან ერთად ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ვიდეოში პრეზიდენტმა ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური კონკურენციის პირობებში, საქართველოს ეს უნივერსიტეტი ჰაერივით სჭირდება.

„ჩვენ თუ სტუდენტებს მხოლოდ საზღვარგარეთ გავუშვებთ, საუკეთესო სტუდენტებს იქვე დაიტოვებენ სამუშაოდ, ამიტომ ჩვენ გვჭირდება, ხალხი აქ იყოს და აქ სწავლობდეს,“- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გარდა ამისა, პრეზიდენტი უნივერსიტეტის როლს ქალაქის განვითარებაშიც ხედავს და ამბობს, რომ სეზონური ექვსი თვის გარდა, ბათუმს სჭირდება სიცოცხლე და ადამიანები, ვინც ქალაქში შექმნილ ინფრასტრუქტურას გამოიყენებს.

პრეზიდენტი მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

„თუ ის არ გადახედავს, ადრე თუ გვიან, ჩვენ მაინც გადავხედავთ და მერიას აქედან მაინც გავუშვებთ, მაგრამ დავკარგავთ ძალიან ბევრ დროს. ახლა ჯიბრის დრო არ არის, დაივიწყეთ, რომ მე ვარსებობ, გაიხსენეთ, რომ ჩვენ გვჭირდება განვითარება და ხვალინდელი დღე,“- აცხადებს პრეზიდენტი.

ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტი აშშ-ს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

მიხეილ სააკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების  ყოფილმა მინისტრმა ხატია დეკანოიძემ უნივერსიტეტი 2012 წლის სექტემბერში გახსნეს.

ბათუმის საკრებულომ ეკონომიკის სამინისტროს შენობის მერიისთვის გადაცემის თხოვნით დაახლოებით ორი თვის წინ მიმართა.

25 აპრილს ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მერიის განთავსების საკითხს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც გამოეხმაურა და, ჟურნალისტებთან საუბრისას, გადაწყვეტილება შენობის სპეციფიკით ახსნა. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა შენობის სირთულესა და სპეციფიკაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1833
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია