დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველკლასელთა რეგისტრაცია გრძელდება
2013/04/30 19:12:44

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ პირველკლასელთა რეგისტრაციასთან და ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურები განმარტა.  

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი ხვალ, 1 მაისს 09:00 საათიდან დაიწყება და 20 ივნისის ჩათვლით გასტანს. რეგისტრაცია ბავშვის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ვებგვერდებზე:  www.mes.gov.ge, www.registration.emis.ge უნდა გაიაროს, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები 2013 წლის 21 ივნისიდან 2013 წლის 3 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინოს.

 

რეგისტრაციის მესამე ეტაპის ვადად განაზღვრულია 2013 წლის 10 ივლისიდან 2013 წლის 18 ივლისის ჩათვლით. რეგისტრაცია განხორცილდება იმ გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელ საბუთებს განსაზღვრულ ვადებში არ  წარადგენს.

რაც შეეხება  გამოცდების ექსტერნად ჩაბარების წესს, მხოლოდ იმ მე-12 კლასელებს შეეხებათ, რომელთაც  2012 -2013  სასწავლო წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისათვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი აქვთ გაცდენილი.

ამ კატეგორიიის მოსწავლეებმა რეგისტრაცია 2013 წლის 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით შესაბამის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში უნდა გაიარონ. ექსტერნის გამოცდები 2013 წლის 7 მაისიდან 15 მაისი ჩათვლით ჩატარდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია