დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქმა წმინდა სამების ტაძარში აბიტურიენტები დალოცა
2013/04/22 00:30:15

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს აბიტურიენტებთან ერთად იგალობა.  უწმინდესმა აბიტურიენტები სამების საკათედრო ტაძარში  დალოცა და იქადაგა. ილია მეორემ მომავალ სტუდენტებს ღვთის წყალობა, ღვთის სიყვარული და მფარველობა უსურვა.

“ თქვენ მომავალი ხართ ჩვენი ქვეყნისა და ერისა, ამიტომ ყველაზე მეტად ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგცეთ თქვენ სიბრძნე გულისა, სიყვარული ადამიანისა და ღმერთისა და სასოება და იმედი ადამიანისა" – ბრძანა საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა.

 როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანი აკეთებს სიკეთეს, თუმცა სიკეთის მაგივრად იღებს ბოროტებას. მისი თქმით, ადამიანს არ უნდა გაუტყდეს გული, რადგან უნდა ახსოვდეს, რომ სიკეთე არ იკარგება და ყოველთვის თავის გზას გაიკვლევს.

"ამიტომ ჩვენ ყოველდღე უნდა ვაკეთოთ სიკეთე, ყოველდღე უნდა დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანს, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალი შეგეწიოთ თქვენ სწავლაში უპირველეს ყოვლისა. ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიკეთის კეთება და გაჭირვებული ადამიანის დანახვა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე და ცოდნა. ღმერთმა მოგცეთ მადლი და წყალობა" – მიმართა ილია მეორემ აბიტურიენტებს.

პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა და უსურვა, ღმერთი იყოს მათი შემწე, ღმერთმა მისცეს მათ მადლი, რათა სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებლებში.

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს უფალი, რომელიც გამოგვიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან. ყოველ ადამიანს გააჩინია ჯვარი. ღმერთი აძლევს ჯვარს ადამიანს, ეს ჯვარი ბოლომდე უნდა მივიტანოთ. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი კარგავს ძალას და ეცემა, ვეღარ მიდის წინ და ამ შემთხვევაში ადამიანმა უნდა სთხოვოს – ღმერთო, მე აღარ შემიძლია მეტი სიარული, მოდი ჩემთან უფალო. ამაზე დაიწერა ეს საგალობელი - დავიღალე, დავიღალე მოდი ჩემთან უფალო, – აღნიშნა უწმინდესმა, რის შემდეგაც აბიტურიენტებს მოუწოდა, მასთან ერთად შეესრულებინათ საგალობელი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1795
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია