დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მე წავიკითხავ ვეფხისტყაოსანს“
2013/04/17 12:46:46

ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ „ვეფხისტყაოსნის“ სახალხო კითხვა მოაწყო ისტორიული „ოქროს ჩარდახის“ ეზოში. რუსთაველის უკვდავი სტრიქონები, რომლებიც, საუკუნეებია, თაობიდან თაობას გადაეცემა, დიდი მონდომებით გააცოცხლეს სხვადასხვა ასაკის მოსწავლებმა.

როგორც ღონისძიების თაოსანმა, სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის გამგემ ნატო ხეცურიანმა გაზეთ „P.S.“-ს განუცხადა, პოემის სახალხო კითხვაში მონაწილეობისათვის განაცხადი შემოიტანა ქუთაისის 22-მა საჯარო სკოლამ. ასევე დიდი ენთუზიაზმით მოვიდნენ კერძო სკოლების – „გონის“, „მერმისის“, „KGSL“-ის; კადეტთა ლიცეუმის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები.

დიდ ბანერზე აღბეჭდილი დევიზი „მე წავიკითხავ ვეფხისტყაოსანს“ სამი საათის განმავლობაში ერთნაირი ენერგიით მუხტავდა მესამე თუ მეთორმეტეკლასელებსაც. მათგან ხუთი გამორჩეული მკითხველი „ვეფხისტყაოსნით“ დაჯილდოვდა, დანარჩენ მონაწილეებს კი სამახსოვრო ფლაერები დაურიგდათ. ბავშვებს ასევე გადაეცათ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საპატიო სიგელები.

„სასახლის პედაგოგებს ღონისძიების მომზადებაში დიდი თანაგრძნობა გაგვიწია ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ, – განაცხადა „P.S.“-თან საუბრისას ღონისძიების იდეის ავტორმა ნატო ხეცურიანმა, – ჩვენი ჩანაფიქრი იყო, ბავშვებისათვის გაგვეცოცხლებინა ის კარგი ტრადიცია, როდესაც სხვადასხვა თაობის ადამიანებმა ზეპირად იცოდნენ „ვეფხისტყაოსანი“ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ რუსთაველის გაგებაში, მისი უკვდავი სტრიქონების ცოდნაში.“

თამო ბიბიჩაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1962
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია