დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მძიმეწონიანი, მელოტი ხარვეზი“
2013/03/18 13:29:18

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტური აქციეის მიღმა ალი ელისუფლე ნაციონალური მორაოის ჩრდილს ამჩნევს

 

 

აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერე  გასული კვირის ველაზეელიპოლიტიკური თემა . განათლეის არისის განვითარეის ეროვნული ცენტრის   გადაწვეტილეამ, რომ აგრარულ უნივერსიტეტს არვეზე აქვს, სტუდენტური აქციე გამოიწვია, რომლის უკანაც ალი ელისუფლენაციონალური მორაოისჩრდილს  ხედავს. 

„როგორც მე ვიცი, თვენახევრის განმავლობაში ხდებოდა  ინფორმაციების გაცვლა კომისიასა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის. ძალიან დიდი ნაწილი შენიშვნების არ გამოასწორეს და თანაც გამოდიან და, მე მგონი, განცხადებებსაც აკეთებენ, რომ არ გამოასწორებენ პრინციპულად, თუმცაღა იქ არის კანონიერი მოთხოვნები და ყველამ  ინებოს და პატივი სცეს კანონს, საკუთარ ქვეყანას,  საკუთარ  სახელმწიფოს,“ - განაცხადა ინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერების ფაქტის კომენტირებისას. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სტუდენტები იმ პოლიტიკური ჯგუფის გავლენის და იდეოლოგიის ქვეშ არიან, რომელსაც კახა ბენდუქიძე წარმოადგენს.

„მე ვისარგებლებ შემთხვევით და პირობას მივცემ მათ, რომ არც ერთი სტუდენტი არ დაზარალდება ამ შემთხვევით, ყველას ექნება ის პირობები, რაც ჰქონდათ და კიდევ უფრო უკეთესი, მაგრამ ძალიან ვთხოვ, რომ გაუგებრად ნუ ჩადგებიან ვინმეს სამსახურში... მე ძალიან არ მომეწონა საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესებში, ჩვენი გუნდიდანაც კი. უმრავლესობის წევრები ძალიან პასიურობდნენ. ეს იმიტომ კი არა, რომ რაღაც პრინციპული ხდება, პროცესია და პროცესში თუ საზოგადოება ჩართულობას არ აჩვენებს და მაყურებლის როლში დარჩება, ძალიან ცუდია.

ნახეთ, როგორ შეიკრნენ  ერთ მუშტად „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და დაიწყეს პოლიტიკური გარჩევები - როგორ გაბედეს და აგრარულ უნივერსიტეტს მოსთხოვეს, კანონს დაემორჩილოს. განათლების პარლამენტის კომიტეტსაც კი ხმა არ ამოუღია, თითქოს მარტო ერთი კაცის ბრძოლა იყო ეს,“ - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი მარგველაშვილის მტკიცებით, აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს კახა ბენდუქიძეს სტუდენტები მძევლად ჰყავს აყვანილი და ავტორიზაციის აღდგენაზე მოთხოვნის შეტანას არ აპირებს.

„ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ  გვაქვს პოლიტიკური ნება, აგრარულმა უნივერსიტეტმა ავტორიზაცია დაიბრუნოს. ასეთი პროცესები მანამდეც მიმდინარეობდა უნივერსიტეტებში, თუმცა ისინი ხარვეზებს მალე ასწორებდნენ. მაგალითად, ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა ხარვეზები სამ დღეში გამოასწორა, თუმცა აგრარულ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები პოლიტიზირებულია. ანალოგიური შემოწმება ყველგან მიმდინარეობს, უბრალოდ, იმათ საქართველოს კანონმდებლობა არ აღიზიანებთ,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მოგვიანებით, აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ განათლების სამინისტროს კანცელარიაში ავტორიზაციის აღდგენის შესახებ ოფიციალური განაცხადი შეიტანა. როგორც აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა განაცხადა, არსებობდა კომუნიკაციის პრობლემა და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებისა. როგორც ლაშა გოცირიძე ამბობს, მას იმედი აქვს, რომ მინისტრი დანაპირებს შეასრულებს და აგრარულ უნივერსიტეტს  ავტორიზაცია აღუდგება. სტუდენტებმა კი მინისტრს პეტიცია წარუდგინეს, სადაც ვადა ორშაბათამდე მისცეს.

საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმა, ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს და მიიჩნევს, რომ ამან, პოლიტიკური თვალსაზრისით, ხელისუფლებისთვის წამგებიანი სიტუაცია შექმნა. ამის შესახებ მან „პრაიმ-ტაიმის“ პრეს-კლუბში განაცხადა.

„ზოგიერთი ადამიანის მხრიდან მოხდა სიტუაციის იმგვარად გამოყენება, რომ გაითეთროს მოლოდინები, თუ რა პრეტენზია შეიძლება იქნას ხვალ და ზეგ მათ მიმართ წამოყენებული, ვგულისხმობ კახა ბენდუქიძეს, ეს ტაქტიკის ამბავია. ეს ადამიანი იყო ის, ვინც სოფლის მეურნეობა საერთოდ წაშალა საქართველოს ეკონომიკური რუკიდან, იმით, რომ დაარღვია ეკონომიკური საზღვრები და სოფლის მეურნეობა არაკონკურენტუნარიანი გახადა, აგრარული ქვეყანა მომხმარებელ ქვეყნად გადააქცია. წლების განმავლობაში ის იყო ყოველივე ამის იდეოლოგი და ამას არც უარყოფს,“ - განაცხადა ხუხაშვილმა. მისივე თქმით, ბენდუქიძის ერთადერთი ქარიზმა ისაა, რომ მას შეუძლია, ოპონენტს შეურაცხყოფა ნებისმიერ დროს მიაყენოს - ეს ადამიანი ინტელექტუალია და კარგად იცის, როგორ ითამაშოს მასებზე,“ - ამბობს გია აშვილი.

აგრარული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კა ენდუქიის განცხადებით, „აგრარულ უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი - მძიმეწონიანი, მელოტი ხარვეზი აქვს“ და ეს თავად კახა ბენდუქიძეა. როგორც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ამბობს, განათლების სამინისტრო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობს, რაც არ გამოუვა.

„როდესაც ცხადი გახდა, რომ ეს 2000 ადამიანი არის საფრთხის ქვეშ, სიტუაცია შეიცვალა. სამინისტროს ახლა, ალბათ, ძალიან უჭირს აღიაროს, რომ შეცდომა დაუშვა და მცირე-მცირე დათმობებზე წასვლას იწყებს. მათ შორის, გვთავაზობს უკანონო გადაწყვეტილებებს...  დღეს ძლივს, სტუდენტების მოითხოვნის შედეგად, მოხდა მათი შეხვედრა მინისტრთან, რომელმაც უთხრა, რომ, ჯერ ერთი, საქმეში კარგად ვერ ერკვევა, რადგან სპეციალისტი არ არის (რაც, ჩემი აზრით, ძალიან სავალალოა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისათვის) და მეორე, შესთავაზა, რომ სტუდენტებს ჩართავს ჩვენი უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესში და მათ დააწერინებს დოკუმენტებს, შინაგანაწესს და ა.შ. ეს, აშკარად, მცდელობაა, რომ მისი გაფუჭებული საქმე რაღაცნაირად შემოატრიალოს და ჩვენსა და სტუდენტებს შორის რაღაც შუღლი გააღვივოს, რათა ჩვენ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს. მინდა, გავაფრთხილო, რომ არაფერი ასეთი არ გამოვა,“ - აღნიშნა ბენდუქიძემ.

კახა ბენდუქიძე მის წინააღმდეგ ბრძოლას ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტისადმი ინტერესს და წინა ხელისუფლების დროს ამერიკის მთავრობის პროგრამის  „მილენიუმის“ პროექტში გამარჯვებას უკავშირებს. ამის შესახებ    ბენდუქიძემ     თოქ-შოუ        „პოზიციაში“ განაცხადა.

„შარშანწინ დაიწყო ამერიკის მთავრობის პროგრამის „მილენიუმის“ პროექტი, ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოში შექმნილიყო ამერიკული უნივერსიტეტების პროგრამები მეცნიერებაში, ინჟინერიაში, მათემატიკაში, აგრარული მიმართულებით. ეს პროცესი საკმაოდ მრავალკომპონენტიანი იყო. ბათუმში და თბილისში უნდა შემქნილიყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი...  (ამ ხელისუფლების დროს)  გამოაცხადეს ისევ ახალი ტენდერი და, ვინაიდან საფრთხე იყო, რომ ახალ ტენდერშიც ჩვენ მოვიგებდით, იმიტომ, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები იყო ხუთუნივერსიტეტიანი კონსორციუმი, კარგი ფინანსური სქემით. ტენდერში პირდაპირ წერია, რომ ამერიკული უნივერსიტეტი შეიძლება იყოს ნებისმიერი - კერძო თუ სახელმწიფო და ქართული პარტნიორული უნივერსიტეტი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო. პირდაპირ ხომ არ დაწერდნენ, აგრარულ უნივერსიტეტს არ შეეძლოს მონაწილეობაო და ამ გზით ჩამოგვწერეს,“ - განაცხადა ბენდუქიძემ და აღნიშნა, რომ ეს პროცესი, დიდი ხანია, დაწყებულია.

აგრარული უნივერსიტეტის  წარმომადგენლები საზოგადოებაში გავრცელებულ იმ ინფორმაციასაც ეხმიანებიან, რომლის თანახმადაც ბენდუქიძემ ამ უნივერსიტეტის ორას მილიონამდე ღირებული ქონება ერთ ლარად შეიძინა. ამის თაობაზე პირადად პრემიერ-მინისტრმაც განაცხადა, რომ ასეთი კითხვა არსებობს კახა ბენდუქიძის მიმართ.

აგრარული უნივერსიტეტის იურისტები კი აცხადებენ, რომ აგრარული უნივერსიტეტი არა ერთ ლარად, არამედ 16,5 მილიონი ლარის ვალდებულების სანაცვლოდ გასხვისდა.

როგორც იურისტმა ლილი ბეგიაშვილმა განაცხადა, უნივერსიტეტს 4,15 მილიონი დოლარის საპრივატიზაციო თანხა გადარიცხული აქვს სახელმწიფოსთვის, გარდა ამისა, 1 მილიონი საჯარო სკოლებს გადაურიცხეს. ხელშეკრულებით აგრარულ უნივერსიტეტში 8 მილიონიანი ლარის ოდენობით ინვესტირების ვალდებულება ჰქონდათ, თუმცა ამის ნაცვლად, უნივერსიტეტში უკვე 12 მილიონზე მეტის ინვესტირება მოხდა და ეს პროცესი კიდევ გრძელდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1757
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია