დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყება
2012/06/26 14:18:31

განათლებისა და მეცნიერიბის სამინისტროს facebook-ის გვერდზე უკვე გამოქვეყნდა ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღები.

28-29 ივნისს აბიტურიენტებს გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩაუტარდებათ;

2-5 ივლისს - უცხო ენაში;

9 და 10 ივლისს  - ზოგად უნარებში;

11 ივლისს – გეოგრაფიაში,

12 ივლისს – ფიზიკაში,

16 ივლისს - ისტორიაში;

17 ივლისს - მათემატიკაში;

18 ივლისს - ბიოლოგიაში;

19 ივლისს - ქიმიაში.

წელს განათლების სამინისტრომ 10%-ით აწია სამედიცინო და იურიდიულ სპეციალობებზე სწავლის მსურველი აბიტურიენტების კომპეტენციის ზღვარი. „ამ სპეციალობებზე უფრო მოტივირებული აბიტურიენტების მიღებაა საჭირო“, – აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოში წელს ეროვნული გამოცდები ბოლოჯერ ტარდება. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივით, მომავალი წლიდან უმაღლეს სასწავლებელებში აბიტურიანტები სკოლის საატესტატო გამოცდების ჩაბარებით მოხვდებიან. აბიტურიენტებთან ერთად საატესტაციო კურსს აბარებენ პედაგოგებიც, რომლებიც საკუთარი თავის გამოცდას 2 ივლისიდან შეუდგებიან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია