დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ
2012/06/19 13:31:32

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში  იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების 200 მეათეკლასელს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.

 

„რამდენიმე წელია, რაც  წარმატებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან სახელმწიფოს მხრიდან კომპიუტერით. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ, რომ ბავშვის ცოდნა იყოს დაფასებული და მათ ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით,“ - აღნიშავს მინისტრის მოადგილე ირინა ქურდაძე.

პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანია წარჩინებული მოსწავლეების წახალისება.

„მიხარია, რომ დღეს ეს საჩუქარი გადმომცეს, ჭიათურის რაიონიდან ჩამოვედი სპეციალურად ამ საჩუქრისთვის, ჩვენს ქვეყანაში ცოდნა ნამდვილად ფასდება,“ - აღნიშნავს  მოსწავლე ნანა  დუმბაძე.

წარჩინებულ მოსწავლეთა წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია